ფეხბურთი

0:14 | 17.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ბედნიერი ვარ, მაგრამ მთავარი გუნდის გამარჯვებაა"

მოლოდინი დასრულდა. ტურინის "იუვენტუსში" კრიშტიანუ რონალდუმ გოლების ანგარიში გახსნა და "სასუოლოსთან" დუბლი შეასრულა.

ნამატჩევს, პორტუგალიელმა კომენტარი გააკეთა:

"სასუოლომ" დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მსურდა გოლის გატანა და ამიტომ, ძალიან ბედნიერი ვარ.

სერია A? - თანაგუნდელები მეხმარებიან, რომ ადაპტაცია მალე გავიარო. ცოტა შეშფოთებულიც ვიყავი, რადგან რამდენიმე საგოლე შანსი ვერ გამოვიყენე. თუმცა, ეს ფეხბურთია, სადაც მთავარი გუნდის გამარჯვებაა.

ჩემპიონთა ლიგა? - ეს ჩემი საყვარელი ტურნირია. მართალია რთულ ჯგუფში ვართ, მაგრამ მოუთმენლად ველოდები ჩემპიონთა ლიგის დაწყებას", - აღნიშნა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რონალდუს "ბებერი ქალბატონის" რიგებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული და ორი გოლის გატანა მოასწრო.

0.11278