ფეხბურთი

23:00 | 16.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა - საჩემპიონო რბოლა დაიძაბა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში 24-ე ტურის შემდეგ საჩემპიონო ბრძოლაში ვითარება დაიძაბა. „საბურთალოს“ ჩინებული შანსი ჰქონდა ბევრ კითხვაზე პასუხი გაეცა, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა უშუალო კონკურენტთან წააგო.

თბილისში, „დინამო არენაზე“ „დინამომ“ „საბურთალო“ მიიღო და მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა რეალურად გაეგრძელებინა. კახა კაჭარავას გუნდმა მძიმედ, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწია. არადა, ტაიმი სტუმრებმა მოიგეს. „საბურთალო“ პირველი ნახევარის დამატებულ წუთზე გაგი მარგველაშვილის გოლით დაწინაურდა. ტანმაღალმა მცველმა სიკაჩის ჩინებული სეივის შემდეგ ახლო მანძილიდან კარში ზუსტად დაარტყა.

„დინამო“ მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ მოქმედებდა და შედეგსაც მიაღწია. ეს დიდწილად ლევან შენგელიას დამსახურებაა, რომელიც უდაოდ მატჩის გმირი იყო. შენგელიამ ჯერ მათე ვაწაძეს გაუკეთა იდეალური პასი და დინამოელთა ფორვარდის თავური ლაზარე კუპატაძემ მოიგერია, მაგრამ არ გაუმართლა, იქვე მდგომ გიორგი რეხვიაშვილს შემთხვევით მოხვდა ბურთი და გოლი გავიდა - 1:1.

თამაში ასეთი დასასრულისკენ მიდიოდა, მაგრამ მსაჯის მეორე დამატებულ წუთზე ლევან შენგელიამ ფანტასტიკური გოლი გაიტანა. ახალგაზრდა შემტევმა მარჯვენა ფლანგზე მიიღო ბურთი, ოდნავ ცენტრისკენ შეიწია და კუპატაძეს შორეულ კუთხეში გაუტანა. მართლაც ულამაზესი გოლი გამოვიდა და თანაც, ჩემპიონატი ამ გოლმა დაძაბა. ახლა, „საბურთალო“ „დინამოს“ 5 ქულით უსწრებს, თუმცა კახა კაჭარავას გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და თუ მოიგებს, სხვაობა ოდენ ორი ქულა იქნება... შესაბამისად, წინ საინტერესო ტურები გველოდება საჩემპიონო რბოლის კუთხით.

24-ე ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. „რუსთავმა“ და „კოლხეთმა“ ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს და ფოთელებმა წაგებების სერია, როგორც იქნა, შეწყვიტეს. ქუთაისში კი, „ტორპედომ“ ლევან კუტალიას კინკილა გოლით საჩხერის „ჩიხურას“ პრინციპული შეხვედრა მოუგო და ევროპა ლიგის ზონას მიუახლოვდა.

„დინამო“ – „საბურთალო“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 მარგველაშვილი (45), 1:1 რეხვიაშვილი (58, ა.გ), 2:1 შენგელია (90)

„ტორპედო“ – „ჩიხურა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კუტალია (58)

„რუსთავი“ – „კოლხეთი“ 0:0 (0:0)

კოლხეთი   0 - 0    მეტალურგი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    სამტრედია

შემადგენლობა

მოვლენები

სიონი   1 - 0    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

საბურთალო   1 - 0    დინამო თბ

შემადგენლობა

მოვლენები

ჩიხურა   0 - 0    ტორპედო

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.850616