ფეხბურთი

19:15 | 16.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მილინკოვიჩ-სავიჩი "ლაციოსთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს

სერბეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი "ლაციოსთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს. აღნიშნული ინფორმაცია Corriere dello Sport-მა გაავრცელა. როგორც ცნობილი ხდება, ახალ ხელშეკრულებაში ბალკანელის გამოსასყიდი თანხის პუნქტი ამოღებული იქნება.

მილინკოვიჩ-სავიჩით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული და ახალი კონტრაქტის პირობებში სერბის გადაბირება კლუბებს უფრო გაუადვილდებათ. ჯერჯერობით უცნობია ბალკანელს რომაულ გუნდში ხელფასი გაეზრდება თუ არა.

მილინკოვიჩ-სავიჩი "ლაციომ" 2015 წელს "გენკიდან" დაიმატა. გასულ სეზონში ნახევარმცველმა 48 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა. სერბის სატრანსფერო ღირებულება გასულ სათამაშო წელს 22-დან 90 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.11171