ფეხბურთი

16:27 | 16.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" იუნდერს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

"რომა" მზადაა თურქეთის ეროვნული ნაკრების შემტევს ჯენგიზ იუნდერს კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივოს. აღნიშნული ინფორმაცია Corriere dello Sport-მა გაავრცელა.

იუნდერს ამჟამიდენლი ხელშეკრულებით გუნდში დარჩენა 2022 წლამდე უწევს, თუმცა ფეხბურთელის პროგრესიდან გამომდინარე "რომა" თავს იზღვვს და სავარაუდოდ მის გამოსასყიდ თანხას გაზრდის.

თურქი "მგლებმა" გასული წლის ზაფხულში "ბაშაქშეჰირიდან" 13.4 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გასულ სეზონში იუნდერს ბევრი სათამაშო დრო (საშ. 49 წუთი), თუმცა 32 მატჩში რვა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება კი 5-დან 27 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.114372