ფეხბურთი

2:49 | 16.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" შავ დღეშია

იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურის შემდეგ სამსახურის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგა ლუჩანო სპალეტი. გამოცდილ სპეციალისტს ჯერ დრო აქვს, მაგრამ თუ სიტუაციას არ გამოასწორებს, “ინტერის” ბოსების ალბათ მოთმინება ამოეწურებათ.

“ინტერისთვის”, რომელმაც სატრანსფერო ბაზარზე ძალზე იაქტიურად, სეზონი უბრალოდ საშინლად დაიწყო. ბოლო ტურში “ბოლონიასთან” გამარჯვებამ თითქოს ყველაფერი დაალაგა, მაგრამ ამჯერად “ნერაძური” შინ “პარმასთან” დამარცხდა. მართალია, მასპინძლებს საგრძნობი უპირატესობაც ჰქონდათ და ერთ ეპიზოდში პენალტიც არ დაუნიშნეს, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ ამართლებს პარმეზანელებთან მარცხს. ერთადერთი გოლი კი ფედერიკო დიმარკომ გაიტანა, რომელიც მარცხენა მცველია და რომელიც, “ინტერის” აკადემიის აღზრდილია. თუმცა, ზაფხულში უთხრეს, რომ მისი ადგილი შავ-ლურჯებში არ იყო და “პარმაში” გაასხვისეს. ჰოდა, 20 წლის განაპირა მცველმა 30 მეტრიდან ისეთი გოლი გაიტანა, მისი სახელოვანი კოლეგა, რობერტო კარლოსიც რომ ხელს მოაწერდა. ნამატჩევს, ფედერიკომ აღნიშნა, რომ გოლის გამო წუხს, რადგან “ინტერისტაა”, მაგრამ ის პროფესიონალი ფეხბურთელია და სხვათა შორის, გოლიც ემოციურად აღნიშნა. ასეა თუ ისე, “ინტერისტა” დიმარკომ “პარმას” ელიტაში დაბრუნების შემდეგ პირველი გამარჯვება მოაპოვებინა და თანაც, სად, ვისთან?! “ინტერის” საქმე კი ცუდად მიდის და ასე თუ გაგრძელდა შეიძლება მწვრთნელიც შეიცვალოს. “ინტერის” ტიფოზები სოციალურ ქსელში ანტონიო კონტეს ითხოვენ და ვნახოთ, აუხდებათ თუ არა, სურვილი. გეტყვით, რომ “ნერაძურის” აქტივში მხოლოდ 4 ქულაა და არცთუ ისე რთული კალენდარი ჰქონდა: “სასუოლო”, “ტორინო”, “ბოლონია” და “პარმა”...

გენუაში წაფორხილებისა და დაცემის შემდეგ ფეხზე წამოდგომა მოახერხა “ნაპოლიმ”. თითქმის ცარიელ “სან პაოლოზე” კარლო ანჩელოტის გუნდმა აქამდე უდანაკარგოდ მოასპარეზე “ფიორენტინას” აჯობა და დამსახურებულად მოიგო. თუმცა, კამპანიელებს ძალიან გაუჭირდათ და ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე გაიტანეს. არკადიუშ მილიკის ჩინებული გადაცემა ლორენცო ინსინიემ მშვენივრად გამოიყენა და ნეაპოლელებმა 9 ქულას მოუყარეს თავის.

“სამპდორიამ” კი “ნაპოლის” ძლევის შემდეგ “ბენიტო სტირპეზე” ახალწვეული “ფროზინონე” არ დაინდო და შავი დღე აყარა. 5:0 მარკო ჯამპაოლოს გუნდის სასარგებლოდ. ნათელია, რომ “სამპა” საკმაოდ კარგი კოლექტივი ჩანს, ხოლო “ფროზინონე” ჯერჯერობით ძალზე სუსტი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს და ასე თუ გააგრძელებს იქ დაბრუნდება, საიდანაც ელიტაში აღზევდა...

“ინტერი” – “პარმა” 0:1 (0:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო (ასამოა 71), დე ვრეი, შკრინიარი, დალბერტი; გალიარდინი, ბროჟოვიჩი; კანდრევა (პოლიტანო 59), ნაინგოლანი, პერიშიჩი; კეიტა (იკარდი 46)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“პარმა” (4-3-3): სეპე; იაკოპონი (სიერალტა 77), ბრუნო ალვეში, გალიოლო, გობი (დიმარკო 46); ბარილა, სტულაცი, რიგონი; ჟერვინიო, ინგლეზე, დი გაუდიო (დეიოლა 63)

მწვრთნელი: რობერტო დავერსა

გოლი: 0:1 დიმარკო (79)

გაფრთხილება: ბროჟოვიჩი (31), დ’ამბროზიო (67) – სტულაცი (24), დიმარკო (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 24 (11) – 8 (6) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 10:1 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: ჯანლუკა მანანიელო

“ნაპოლი” – “ფიორენტინა” 1:0 (0:0)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

“ნაპოლი” (4-3-3): კარნეზისი; ჰისაი, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, მარიო რუი; ალანი, ჰამშიკი, ზიელინსკი; კალეხონი (უნასი 70), მერტენსი (მილიკი 57), ინსინიე (როგი 82)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

“ფიორენტინა” (4-3-3): დრაგოვსკი; მილენკოვიჩი, პეცელა, ვიტორ უგო, ბირაგი; ბენასი (პიაცა 80), ვერეტუ (ფერნანდესი 64), ჟერსონი (დაბო 60); კიეზა, სიმეონე, ეისერიკი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლი: 1:0 ინსინიე (79)

გაფრთხილება: ზიელინსკი (39) – კიეზა (34), ბენასი (43), დაბო (75), ეისერიკი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (5) – 7 (3) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 10:3 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“ფროზინონე” – “სამპდორია” 0:5 (0:1)

ფროზინონე, “ბენიტო სტირპე”

“ფროზინონე” (3-4-1-2): სპორტიელო; ბრიგენტი, სალამონი, კრაინჩი; ძამპანო, ჩიბსა, მაიელო (ჰალფრედსონი 62), მოლინარო; სოდიმო; სიანო (კემპბელი 68), პერიცა (ჩიოფანი 75)

მწვრთნელი: მორენო ლონგო

“სამპდორია” (4-3-1-2): აუდერო; ბერეშინსკი, კოლი, ანდერსენი, მურუ; ბარეტო, ეკდალი (ვიეირა 71), ლინეტი; კაპრარი (რამირესი 59); დეფრელი, კვალიარელა (კოვნაცკი 65)

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლები: 0:1 კვალიარელა (10), 0:2 კაპრარი (46), 0:3 დეფრელი (54), 0:4 კოვნაცკი (83, პენ), 0:5 დეფრელი (86)

გაფრთხილება: მაიელო (17), ბრიგენტი (34), სოდიმო (63) – დეფრელი (22)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 10 (7) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.421535