კალათბურთი

1:05 | 16.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეტ ჯენინგი: "საბერძნეთს ერთიანობა და გუნდურობა უნდა დავუპირისპიროთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება. შეხვედრამდე 1 დღით ადრე ილიას ზუროსმა გუნდი ავარჯიშა, ხოლო მედიასთან კომენტარი გააკეთა მეტ ჯენინგმა, რომლის განცხადებით, საქართველოს ნაკრებმა გუნდურად უნდა ითამაშოს და მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

"საბერძნეთი ძალიან ძლიერი გუნდია და ვიცით, რომ სწრაფი თამაშის მიმდევრები არიან. რამდენიმე კალათბურთელს ვიცნობ კიდეც და მათ წინააღმდეგ მითამაშია. მიუხედავად იმისა, რომ ძალზე გამოცდილი ნაკრებია, ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. მთავარია, რომ გუნდურად ვითამაშოთ, როგორც ეს ისრაელთან შეხვედრაში გავაკეთეთ", - აღნიშნა ჯენინგმა.

საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი დღეს, 16 სექტემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112417