ავტოსპორტი

23:54 | 15.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონის „მაგიური“ საკვალიფიკაციო წრე სინგაპურში

ლუის ჰამილტონმა მსოფლიო ჩემპიონის მეხუთე ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა - სინგაპურის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, ბრწყინვალედ შესრულებული სწრაფი წრით მოიგო და დიდი შანსი აქვს, კიდევ უფრო ჩამოიტოვოს სებასტიან ფეტელი, რომელსაც ჩემპიონატის დასრულებამდე 7 რბოლით ადრე, 30 ქულას უგებს.

ჰამილტონმა თავისი საუკეთესო წრე - 1:36.015, რბოლის ბოლო წამებზე დააფიქსირა. მას 0.319 წამით ჩამორჩა მაქს ფერსტაპენი, რომელმაც ნარბოლევს განაცხადა, რომ ერთ-ერთი მოსახვევის გავლისას, ძრავმა უღალატა. ფეტელი ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა. ჰამილტონისთვის ეს კარიერაში მოპოვებული 79-ე პოულ პოზიციაა.

„რაღაც მაგიური წრე იყო, არ ვიცი, როგორ შევძელი. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო წრე იყო, რაც მახსოვს“, - განაცხადა ბრიტანელმა, ვინც სინგაპურის ქუჩის 23-მოსახვევიან ტრასას „მონაკოს სტეროიდებზე“ უწოდებს.

ჰამილტონის პოულის დრო, დაახლოებით სამნახევარი წამით უკეთესია იმ დროზე, რომლითაც ფეტელმა სინგაპურში შარშან პოული მოიპოვა. მას ამ ტრეკზე სამი გამარჯვება აქვს და თუ კარგ სტარტს აიღებს, მეოთხეს რეალური შანსიც ექნება. და რა თქმა უნდა, ჩემპიონატში ლიდერობას განიმტკიცებს.

თავისი შედეგით კმაყოფილი დარჩა ფერსტაპენი, ვისაც რეალური შანსი ჰქონდა, ფორმულა 1-ის ისტორიაში, პოულის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გამხდარიყო. „მერწმუნეთ, ეს გამარჯვებასავით არის. მეორეზე ყოფნა წარმოუდგენელია. მთავარია, სუფთა სტარტი ავიღო და მერე ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა ჰოლანდიელმა.

სინგაპურის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:36.015
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:36.334
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:36.628
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:36.702
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:36.794
  6. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:36.996
  7. სერხიო პერესი (მექსიკა,რეისინგ პოინტი) 1:37.985
  8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:38.320
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რეისინგ პოინტი) 1:38.365
  10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:38.588
  11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:38.641
  12. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:38.716
  13. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:38.747
  14. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:39.453
  15. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:39.691
  16. 16. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:644
  17. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1:39.809
  18. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:39.864
  19. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1:41.263
  20. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:41.334
0.114528