ფეხბურთი

15:47 | 14.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივის" ამერიკელი ახალწვეული

საქართველოს ეროვნული ლიგის ბინადარმა „ლოკომოტივმა“ ამერიკელი თავდამსხმელი უილიამ ოლურემ ჯონი დაიმატა. როგორც „რკინიგზელთა“ ვებგვერდი იტყობინება, 33 წლის შემტევთან კონტრაქტი 2019 წლის ბოლომდე გაფორმდა.

ოლურემი აშშ-ს მოქალაქეა, თუმცა კარიერის უმეტესი ნაწილი ევროპულ კლუბებში აქვს გატარებული. სხვადასხვა დროს სერბულ „ჩუკარიჩკიში“, დანიურ „რანდერსში“, ხორვატულ „ვინოგრადარსა“ და აზერბაიჯანულ „აზალში“ ირჯებოდა.

ასევე უთამაშია მაროკოსა და ფინეთის ჩემპიონატებში. სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენელის, „როვანიემის“ ღირსებას იცავდა ბოლო პერიოდში. საფეხბურთო კარიერა კი, 2003 წელს „კანზას სიტიში“ დაიწყო. აშშ-ს ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია, რომლის რიგებში 24 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109194