ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირზე მე-6 დღის ორთაბრძოლები მიილია. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა იკიოის გაეჯიბრა, ცუკიოტოშით სძლია და 2 მარცხის წილ მე-4 გამარჯვება იზეიმა.
დღევანელ შერკინებამდე, იაპონელ სეკიტორს აკი ბაშოზე ხუთივე ბრძოლა წაგებული ჰქონდა, ამასთან ჩვენებური მას ურთიერთშეხვედრებში 9:4-ს უგებდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ტოჩინოშინი აშკარა ფავორიტად მოიაზრებოდა და საერთო ჯამში, იოლი გამარჯვებაც იზეიმა. ლევანმა იერიშზე წამოსული მეტოქე წინ დაიქნია და იაპონელმა წონასწორობის დაცვა ვეღარ შესძლო.
ხვალ, გორგაძეს უფრო რთული შეხვედრა ელის, რადგანაც მისი მოწინააღმდეგე მონღოლი სეკივაკე იჩინოჯო იქნება. ამ უკანასკნელს ტოკიოში უკვე 4 ორთაბრძოლა აქვს წაგებული და ცხადია, რომ დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად მაქსიმუმს გაიღებს.
შეგახსენებთ, რომ კაჩი-კოში ლევანისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც ის კადობანში გახლავთ ჩაყენებული და თუკი მინიმუმ 8 შეხვედრა მაინც არ მოიგო, დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდებასთან დამშვიდობება მოუწევს. ვთქვათ ისიც, რომ ქართველი გოლიათი მონღოლს ურთიერთშეხვედრებში 12:5-ს უგებს.
ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში 6 დღის თავზე დაუმარცხებელი 4 მონაწილეღა დარჩა და მათ შორის ვეღარ ვხედავთ რიგით 72-ე იოკოძუნა კისენოსატოსა და სეკივაკე მიტაკეუმის, რომელიც ოძეკის წოდების მაძიებელთა რიგებში იმყოფება.
იაპონელთა ერთ-ერთმა უსაყვარლესმა სუმოისტმა მოულოდნელად დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ჩიიოტაირიუსთან წაიფორხილა, არადა, ამ უკანასკნელს დღევანდლამდე მოგებათა გრაფაში ნული ეწერა. რაც შეეხება მიტაკეუმის, მან ოძეკი გოეიდოსთან წააგო და ამას მოულოდნელობად ნამდვილად ვერ მივიჩნევთ.
სამაგიეროდ, მაქსიმალურ შედეგს ინარჩუნებენ იოკოძუნები კაკურიუ და ჰაკუჰო, ოძეკი ტაკაიასუ და აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში მცირედით გამოაკეთა მდგომარეობა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. აღმოსავლეთის მე-12 ნომრის წოდებით მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა დასავლეთის მე-12 რეიტინგოსანი მიტორიუ ცუკიოტოშით დასცა.
გაგამარუს 6 დღის თავზე 2 გამარჯვება აქვს და თუკი კაჩი-კოშის დაფიქსირება ვერ მოახერხა, დიდი ალბათობით, თავს მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში ამოჰყოფს. ხვალ, ქართველი სუმოისტის მეტოქე აღმოსავლეთის მე-8 ნომერი ცურუგიშო იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ჩვენებური 2:4 მარცხდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ქელბო ისე შენ რას გვეტყვი, მოსაზრება რო არის ხოლმე რო ოძეკები ერთმანეთს ეხმარებიან ხანდახან კადობანესგან გადარჩენაშიო, ვითომ გვექნეს მაგის იმედი?
იკიოიც მაგარი გატრავმულია და მიტომ აჯობა ადვილად თორე ისევ ცუდი ტაჩიაი ჰქონდა, მარა ირწმუნოს რო თავდაცვითი ილეთების გამოყენება შეძლებია.
მძორინოჯო მძორობს და მასაც უნდა აჯობოს.
მოკლედ ამ კაცმა უნდა მომკლას ნერვიულობით, სანამ 8-მდე ავა. წარმოუდგენლად ცუდად გავხდები მის ოძეკობას რომ რაიმე დაემუქროს.
+1
ცარმატებები ლევან ხვალ ყველა ვარიანტში უნდა მოიგოს რო მერე ორი ოზეკი და სამი იოკუზუნა ელოდება და სახიფატოა მაგრამ ხვალაც მზიმე ბზოლა ელის
ეგრე რა - ჩაუტარე ქართულები
)
მგონი პირველად ვნახე ტოჩიმ ასეთი ილეთით რომ მოიგო. კარგია ტექნიკას თუ დახვეწავს, მარტო ძალით გაუჭირდება ათასნაირ სუმოისტებთან ჭიდაობა.
ნუ, თუ ხვალ მონღოლ მძ...რის ბოჩკას ვაჯობებთ, წესით აღარ გაგვიჭირდება 8-მდე ასვლა.
თუ დაუკვირდით ვეღარ აწვება ტოჩი, გაურბის ძალისმიერ ბრძოლას, არადა ადრე ყველას ჯიქურ აწვებოდა, აჰყავდა ხელში და გადადგამდა გარეთ. წინ კიდე 3 იოკოძუნა და 2 ოძეკი ელოდება, ურთულესი იქნება რვამდე ასვლა, არადა როგორია ტრავმის გამო რომ დაკარგოს ოძეკობა
მიტაკეუმისაც მიატაკეს დღეს იოკოძუნების გარეშე მოგებული ბაშო გაუტკვა და მიუჩინეს კუთვნილი ადგილი
კისენოსატოს წაგება როგორ ვერ დავიჭირე ნერვები მომეშალა მაგაზე ვიყავი ჩასაფრებული და არ მეგონა თუ რიგით მაეგაშირასთან თუ წააგებდა ტოჩი აუცილებლად დაჭმუჭნის კისენოსატოს მაგრამ მანდე კიდევ ბევრი გაააგორებს საერთოდ აკამდე წაუგებლად რომ მოვიდა ეგეც გასაკვირია 2 სხვატკაში მაგრადმ გადარჩა აშკრად დაუმსახურებლად ატარებს იკოძუნას ტიტულს
ლეონსიო კაია წინ კიდევ 4 ბრძოლა დარჩა მოსაგები მიაწექი დღეს არაფერი განსაკუთრებული ისედაც ვიცოდი რომ იკიოს მოსპობდა თან წამებში ხვალც უეჭველი მოიგებს იჩინოჯო ამის ბულკია უმარტივესად ჩააავლებს მავაში მაგ მძორს და დონდლოს და თუ ჩავლო ტოჩიმ ყველამ ვიცით მუხას ამოტხრის ძირფესვიანად