თამაშგარე

13:15 | 14.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

“მის ბუმ-ბუმ“-ზე ასულნი ამერ-იმერთა

ასულნო ამერ-იმერისავ, ოდნავ მომსხონო, ფერდებშევსებულნო, კოხტად ნაკვებნო და უმთავრესად მკერდმოზანზარენო. მოგვაპყარით სასმენელნი თქუენნი და ისმინეთ ამბავი ესე საამო ყურთა თქვენთასა და გულთა ყოველთა მამრთასა, რომელთა თვალსასეიროდ იქმნების საქმენი დიდებული მიწაზე ბრაზილიისაზე.

გავაგანიერთა და მკერდომოზანზარეთა კონკურს, რომელსაც ბრაზილნი ეტყვიან “მის ბუმ ბუმ“, უკვე იქმნა საყოველთაოდ და მილეთის ქალნი ფერხორციანნი, მიწყდომილ არს ქალაქსა მას რიო დეჟანიროსა. სამსა თვესა სტადიონსა, რომელსაც უხმობენ “მარაკანად“, ქმნილ იქმნების კონკურს “მის ბუმ ბუმ“ და გავამშვენიერი დიაცნი იგოგმანებენ პირსახისკენ ჟიურისასა.

ქალნო შემავსებელნო საწოლისა ამერ-იმერთა, ვითარცა რიგითი მოკვდავნი, გეაჯებით დიდითა სურვილითა და გულბოყდათუთქვითა, - იხილვიდეთ ქალაქსა მას რიოსა, დასდეთ დასადები ალაგნი წინაშე სოფლიოსა და დასტურ ჰყვით, რომ გავაგანიერნი ასულნი მრავლად სახლობთ მიწასა იბერიისა და მიწისა კოლხთასა.

ხოლო უკეთუ რომელიმე შვილმან ქართლოსისამან ქმნა გამარჯვება კონკურსზე ესე, ქმარნი და სატრფონი თქუენნი არღარა დაუწყებენ ძიებას მათ სიძვის დიაცთა ქუეყნებსა სლავთასა და აღიარებენ ნათლადმყოფ შვენიერებასა დიაცთა ჩვენთა. და გარნა ესე საქმეი მცირედსაქვეყნოა? გარნა არ შეგვიძლიან ქმნაი ამბისა სამსოფლიოსი?!...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127936