სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

10:15 | 14.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

14 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1940. დაიბადა ანზორ მარტყოფლიშვილი. ქართველი ფალავანი. გამოდიოდა ძიუდოსა და სამბოში. ძიუდოში ევროპის ჩემპიონი (1968) და მესამე პრიზიორი (1971). სამბოში 1970 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. სსრკ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი და გუნდის უფროსი (1977-86). იყო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1991-2001) და გენერალური მდივანი. ძიუდოს და სუმოს შესახებ სამი ნაშრომის ავტორი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სამბოსა და ძიუდოში. სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ძიუდოში. ღირსების ორდენის კავალერი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1905. ესპანეთის სამხრეთ პროვინცია ანდალუსიის ქალაქ სევილიაში დაარსდა ამავე სახელწოდების გუნდი. კლუბი ქალაქის გუბერნატორის ბრძანებით დაარსდა. “სევილია” 1946 წელს ესპანეთის ჩემპიონი გახდა, 1935, 1939, 1948 და 2007 წლებში დაეუფლა ქვეყნის თასს. 2006 და 2007 წლებში მოიპოვა უეფას თასი, 2006-ში კი ევროპის სუპერთასსაც დაეუფლა.

1917. შედგა სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა. ურუგვაიში ჩატარებულ ტურნირში მონაწილეობა სულ ოთხმა ნაკრებმა, არგენტინამ, ბრაზილიამ, ჩილემ და ურუგვაიმ მიიღეს. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ არგენტინელები და შეჯიბრების მასპინძლები შეხვდნენ. ანგარიში 62-ე წუთზე ურუგვაელმა ეკტორ სკარონემ გახსნა. მალე ტრავმა მიიღო მასპინძელთა მეკარემ საპორიტიმ და ვინაიდან იმ დროს შეცვლა დაშვებული არ იყო, კარში ადგილი ვარელამ დაიკავა. არგენტინელებმა ანგარიში გაყაიმება ვერ შეძლეს და სამხრეთ ამერიკის პირველი ჩემპიონი ურუგვაი.

1949. ეზარდ ჩარლზმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, პატ ვალენტინო მერვე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1968. ამერიკელმა სპრინტერმა ჯონ ჰაინსმა 100 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (9.95).

1970. “კლივლენდ კავალიერზმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი მატჩი ჩაატარა და “ბუფალო ბრეივზთან” 92:107 წააგო.

1978. “ნიუ იორკ აილენდერზის” ჰოკეისტმა დენის პოტვინმა 3 წუთსა და 21 წამში ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა.

1979. უეინ გრეცკიმ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში პირველი შაიბა გაიტანა.

1986. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშები ორწლიანი ინტერვალით ტარდება.

1988. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა კონტრსაჩივარი შეიტანა მისი ყოფილი მეუღლის, რობინ გივენსის მიერ სასამართლოში აღძრული საჩივრის საპასუხოდ.

1991. “ნიუ იორკ რეინჯერსის” მარჯვენაფლანგელმა მაიკ გარდნერმა კარიერაში მეხუთასე შაიბა გაიტანა.

1992. რუსეთის საფეხბურთო ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში, იურანის გოლის წყალობით, ისლანდიას 1:0 მოუგო.

1998. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპისჩემპიონატისშესარჩევმატჩშისაბერძნეთთან 0:3 წააგო. გოლები მახლასმა, ლიბეროპულოსმა დაუზუნიდისმაგაიტანეს. შეხვედრა ათენისოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდა და მას 15 ათასიმაყურებელიდაესწრო. საქართველო: ტოგონიძე, კალაძე,კობიაშვილი, შელია, შეყილაძე, ყაველაშვილი(გახოკიძე), ნემსაძე, ჯამარაული, ქეცბაია, ქინქლაძე, .არველაძე. ნაკრებს ვლადიმერგუცაევიწვრთნიდა.

2006. “რედინგის” ფორვარდთან სტივენ ჰანტთან შეტაკებისას თავის ქალის უმძიმესი ტრავმა მიიღო “ჩელსის” გოლკიპერმა პეტერ ჩეხმა. იგი მწყობრში მომდევნო წლის 20 იანვარს ჩადგა და მას შემდეგ მოყოლებული დამცავი ჩაფხუტით ასპარეზობს. საინტერსოა აღინიშნოს, რომ იმავე შეხვედრაში ტრავმა მიიღო ჩეხის შემცვლელმა იტალიელმა მეკარე კარლო კუდიჩინიმაც.

2007. ბადრი პატარკაციშვილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიურიკომიტეტისპრეზიდენტისპოსტიდანგადადგა. აწ გარდაცვლილმა ბიზნესმენმა შესაბამისი წერილებისეოკ-ის წევრებსა დასაერთაშორისოოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ჟაკ როგესგაუგზავნა.

2007. ბაქოში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ბეთქილ შუკვანმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2009. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევმატჩშისოფიაშიბულგარეთისნაკრებთან 2:6 წააგო. ქართველთაგან გოლები დვალიშვილმა დაკობიაშვილმაგაიტანეს. საქართველოსნაკრებს არგენტინელი სპეციალისტი ექტორ რაულკუპერი წვრთნიდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1873. რეი ევრი. ამერიკელი მძლეოსანი. სიგრძეზე, სიმაღლეზე და ადგილიდან ხტომაში 1900, 1904, 1906 და 1908 წლების ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს ოქროს 10 მედალი.

1899. ალან უომბორდი. ამერიკელი ბობსლეისტი. 1932 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი (ორადგილიანი ბობი).

1940. ანზორ მარტყოფლიშვილი. ქართველი ფალავანი. გამოდიოდა ძიუდოსა დასამბოში.ძიუდოშიევროპისჩემპიონი (1968) და მესამე პრიზიორი (1971). სამბოში 1970 წელსმოიპოვასაბჭოთა კავშირისჩემპიონისტიტული. სსრკ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი დაგუნდისუფროსი (1977-86). საქართველოსძიუდოსეროვნული ფედერაციისვიცე-პრეზიდენტი (1991-2001) დაგენერალური მდივანი. ძიუდოს დასუმოს შესახებსამინაშრომის ავტორი. საერთაშორისო კლასის სპორტისოსტატი. საერთაშორისოკატეგორიისმსაჯი სამბოსა და ძიუდოში. სსრკ და საქართველოს დამსახურებულიმწვრთნელიძიუდოში.ღირსების ორდენისკავალერი.

1950. შილა იანგი. ამერიკელი მოციგურავე ქალი. 1976 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მოპოვებული აქვს ოქროსა და ვერცხლის მედლები.

1952. ნიკოლაი ანდრიანოვი. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი. 1972 და 1976 წლების ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს ოქროს 7 მედალი. მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი.

1953. იოსებ ბერიშვილი. კლასიკური სტილით მოჭიდავეთა შორის 1974 წლისმსოფლიოსპირველობისბრინჯაოს მედლის მფლობელი. ევროპის ჩემპიონატებზემოპოვებულიაქვსვერცხლისა (1976) და ბრინჯაოს(1974) მედლები. ევროპის თასის მფლობელი (1976). სსრკორგზისჩემპიონი (1976, 1977), მეორე (1974) და მესამე(1978) პრიზიორი. საერთაშორისოკლასისსპორტის ოსტატი.

1959. ალექსეი კასატონოვი. რუსი ჰოკეისტი. ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. გამოდიოდა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში.

1969. ვიქტორ ონოპკო. საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ნაკრებების, დონეცკის ”შახტიორის”, კიევის ”დინამოს”, მოსკოვის ”სპატაკის”, ”ოვიედოს”, ვლადიკავკაზის ”სპარტაკ-ალანიას”, რამენსკოეს ”სატურნის” ფეხბურთელი. 1992 და 1993 წლებში დაასახელეს რუსეთის საუკეთესო მოთამაშედ. 1994 და 2002 წლების მსოფლიოსა და 1992 და 1996 წლების ევროპის ჩემპიონატების მონაწილე.

ამ დღეს გარდაიცვალა

1862. ჯეიმს კრეიტონი. ბეისბოლისტი. გარდაიცვალა მატჩის მსვლელობისას.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.098122
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X