ფეხბურთი

22:00 | 13.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

რეშფორდი "მანჩესტერ იუნაიტედს" არ დატოვებს

ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევი მარკუს რეშფორდი "მანჩესტერ იუნაიტედს" არ დატოვებს. როგორც The Sun-ი იუწყება, ფეხბურთელი სასტატო შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლას აპირებს.

მიმდინარე სეზონში 20 წლის მოთამაშემ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 120 წუთი ითამაშა. სრული სათამაშო დრო (საშ. 52წ) ფეხბურთელს გასულ სეზონშიც არ ეძლეოდა, თუმცა 52 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა. რეშფორდს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116867