ფეხბურთი

12:07 | 13.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლატვიელი ფეხბურთელი "დინამო არენას" ატმოსფერომ აღაფრთოვანა

ლატვიის ნაკრებისა და „რიგასის“ ფეხბურთელი ვიაჩესლავს ისაიევსი საქართველოსთან თამაშს გამოეხმაურა და „დინამო არენაზე“ შექმნილი ატმოსფეროთი აღფრთოვანებული დარჩა.

25 მცველის განცხადებით, რომელსაც ლატვიის ნაკრებში დებიუტი სწორედ საქართველოსთან ჰქონდა, მსგავს გარემოში აქამდე არასდროს უთამაშია:

„ჩემი დებიუტით ბედნიერი ვარ. ეს მომენტი ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად გამორჩეულია. ვფიქრობდი, რომ დებიუტის გამო ვინერვიულებდი, მაგრამ ასე არ მოხდა, თუმცა ვწუხვარ, რომ დავმარცხდით.

აქამდე ასეთ ატმოსფეროში არასდროს მითამაშია, ამდენი მაყურებლის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით მაყურებელი ჩვენს წინააღმდეგ იყო და გვისტვენდნენ, სასიამოვნო გახლდათ ასეთ გარემოში თამაში. თანაგუნდელებს ერთი მეტრის რადიუსშიც კი ვერაფერს ვაგებინებდი. მადლობა ასეთი დიდებული ატმოსფეროსთვის, სწორედ ამისთვის ღირს ფეხბურთის თამაში“, - განაცხადა ისაიევსმა.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის D დივიზიონის A ჯგუფს ორი ტურის შემდეგ საქართველო 6 ქულით ლიდერობს, ხოლო ლატვიის ნარკებს 1 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11321