ძიუდო

21:51 | 12.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ძიუდოისტებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

ხვალ, 13 სექტემბერს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სტარტს აიღებს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც ქართული დელეგაცია სოლიდურადაა წარდგენილი.
დღეს, ტურნირის წილისყრა შედგა და ჩვენებურებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს, თუმცა, სანამ მათზე მოგახსენებთ, ევროპირველობის განრიგზე ვთქვათ.

13 სექტემბერი
11:00 ვაჟები – 55, 60, 66 კგ; გოგონები – 44, 48, 52 კგ; წინასწარი რაუნდი
16:30 ფინალური რაუნდი

14 სექტემბერი
11:00 ვაჟები – 73, 81 კგ; გოგონები – 57, 63, 70 კგ; წინასწარი რაუნდი
16:30 ფინალური რაუნდი

15 სექტემბერი
12:00 ვაჟები – 90, 100, +100 კგ; გოგონები – 78, +78 კგ; წინასწარი რაუნდი
16:30 ფინალური რაუნდი

16 სექტემბერი
12:00 გუნდური ჩემპიონატი; წინასწარი რაუნდი
16:30 ფინალური რაუნდი

ახლა, წილისყრის შედეგებზეც. ვანო ხუბაშვილი (55 კგ.) ბრძოლაში მე-2 წრიდან ჩაებმება, სადაც თურქ ოგუჟან ოზისიკს გაეჯიბრება.
2 წარმომადგენელი გვყავს 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში და ორივე კვიპროსელ მეტოქეს გაეჯიბრება. თემურ ნოზაძე ლუკა ლუკასს დაუპირისპირდება, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი – გეორგიოს ბალარჯიშვილს.
ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ.) მე-2 რაუნდში მონტენეგროელ მარკო გუსიჩსა და ბელარუს დმიტრი მუჟაილას შორის უმჯობესს შეხვდება, 73 კგ-ში კი წარმომადგენელი არ გვყავს.
81 კგ-ში ლუკა მაისურაძის მოწინააღმდეგე ბოსნიელი ვუკ ელეზი იქნება, ხოლო ტატო გრიგალაშვილი გერმანელ ემილ ჰენებახს გაეჯიბრება.
ლაშა ბექაური (90 კგ.) ევროპის ჩემპიონატში მე-2 წრიდან რუს მანსურ ლორსანოვთან ჭიდილით ჩაერთვება, 100 კგ-ში კი ასევე 2 ძიუდოისტი გვყავს: ონისე სანებლიძე ფრანგი პოლ დევოსის დაჯაბვნას ეცდება, ზაურ კენჭაძე კი შვეიცარიელ დანიელ ეიხს დაუპირისპირდება.
მძიმე წონაში (+100 კგ.) გელა ზაალიშვილი მე-2 რაუნდში უკრაინელ ვლადისლავ ბერეზკას გაეჯიბრება.
საქართველოს ნაკრები 5 სპორტსმენითაა წარდგენილი გოგონათა ტურნირში. ნატალია ყიფშიძე (48 კგ.) ავსტრიელ ჟაკელინ სპრინგერს დაუპირისპირდება, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) – მაკედონიელ ბერნა შერიფოვსკას, მზია ბებოშვილი (57 კგ.) – ავსტრიელ ლისა გრაბნერს, მარიამ ჭანტურია (70 კგ.) – ბერძენ არისტეა-იოანა დიმუს, ხოლო სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) – ბულგარელ დარინა სტოიაჩევას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119619