ფეხბურთი

21:00 | 12.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო ძამპარინი: "დიბალა "იუვენტუსს" იანვარში დატოვებს"

იტალიური „პალერმოს“ პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი დარწმუნებულია, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსს“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დატოვებს. ძამპარინის განცხადებით, ამის მიზეზი მასიმილიანო ალეგრი და ის 120 მილიონია, რომელსაც ფეხბურთელის სანაცვლოდ ტურინელებს სთავაზობენ.

„ყოველ ჯერზე, როდესაც დიბალა სკამზე რჩება, ტირილი მინდება. ეს ალეგრის გამო ხდება. ალეგრი „პალერმოს“ მწვრთნელი უნდა გახდეს და ისე მოიგოს სკუდეტო, რადგან „იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონობა და ფენომენობა, ძალიან მარტივი და ჩვეულებრივი ამბავია.

დიბალას ესპანეთში წასვლა ორი წლის წინ ვურჩიე, რადგან იქ ფეხბურთის თამაშის საშუალება ექნება. დარწმუნებული ვარ, რომ იანვარში გუნდიდან წავა, რადგან „იუვენტუსს“ სურს მიიღოს 120 მილიონი ევრო, რომელსაც ინგლისიდან და ესპანეთიდან სთავაზობენ“, - აღნიშნა ძამპარინიმ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა 2012-2015 წლებში სწორედ „პალერმოს“ ღირსებას იცავდა და სიცილიელებმა 2015 წლის ზაფხულში „ბებერ ქალბატონში“ გაასხვისეს. ამჟამად, არგენტინელ შემტევს ყველაზე მეტად „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120627