ფეხბურთი

12:32 | 12.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე გაძვირდა

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულებამ მოიმატა. Transfermartk.de-ს ინფორმაციით, ჩაკვეტაძის ამჟამინდელი ფასი 5 მილიონ ევროს აღწევს (11 სექტემბრის მონაცემებით).

მანამდე, გიორგის ღირებულება 3 მილიონი ევრო იყო, თუმცა სეზონის სტარტზე "გენტში" კარგმა თამაშმა და ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებში ჩატარებულმა ორმა გამორჩეულმა შეხვედრამ 2 მილიონით გააძვირა.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძემ ყაზახეთთან ულამაზესი გოლი გაიტანა და მეორე საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა, ხოლო ლატვიასთან თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა. "ჯვაროსნების" მაისურით 19 წლის ფეხბურთელს 3 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114954