სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჭადრაკი

18:58 | 12.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონიდან ბათუმამდე 
საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორია (ნაწილი XX)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

XXXIV ოლიმპიადა

სტამბული, 2000 წლის 28 ქტმბერი - 12 ნოემბერი

თურქეთში 126 გუნდმა იასპარეზა ვაჟთა ტურნირში. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონობა კვლავ რუსებს დარჩათ, თუმცა გაუჭირდათ. ალექსანდრ ხალიფმანით, ალექსანდრ მოროზევიჩით, პეტრ სვიდლერით, სერგეი რუბლევსკით, კონსტანტინ საკაევითა და ალექსანდრ გრიშჩუკით შემდგარმა გუნდმა 8 შეხვედრა მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 2 წააგო, მოაგროვა 38 ქულა და მხოლოდ ქულით გაასწრო მეორე ადგილოსან გერმანიის ნაკრებს. 35,5-35,5 ქულა მოაგროვეს უკრაინელებმა და უნგრელებმა, თუმცა უკეთესი კოეფიციენტის წყალობით, უკრაინელი მოჭადრაკეები გავიდნენ მესამე ადგილზე.

საქართველოს ნაკრებმა (ზურაბ აზმაიფარაშვილი, გია გიორგაძე, ზურაბ სტურუა, გიორგი ყაჭეიშვილი, თამაზ გელაშვილი, ბაადურ ჯობავა) 7 შეხვედრა მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 3 წააგო, მოაგროვა 34 ქულა და მეექვსე ადგილი დაიკავა. აზმაიფარაშვილმა თავის დაფაზე 6 ქულა მოაგროვა, გიორგაძემ- 5,5, სტურუამ - 7,5, ყაჭეიშვილმა - 4,5, გელაშვილმა - 5,5, ხოლო ჯობავამ - 5 ქულა.

ქალთა ტურნირში ჩინელები გახდნენ ჩემპიონები 32 ქულით, საქართველოს ნაკრები მათ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა. მაია ჩიბურდანიძის ანგარიშზე 5,5 ქულა იყო, ნანა იოსელიანის - 9, ნინო ხურციძის - 11, ხოლო ნინო გურიელის - 5,5. ხურციძის შედეგი მეამე დაფაზე საუკეთესო იყო.

XXXV ოლიმპიადა

ბლედი (სლოვენია), 2002 წლის 25 ქტმბერი - 11 ნოემბერი

სლოვენიურ ოლიმპიადაზე ვაჟთა 136-მა და ქალთა 92-მა გუნდმა იასპარეზა. ვაჟთა ტურნირში ისევ რუსებმა იმარჯვეს 38,5 ქულით, 37,5 ქულა მოაგროვა და მეორეზე გავიდა უნგრეთის გუნდი, მესამე ადგილოსანმა სომხეთის ნაკრებმა 35 ქულა მოაგროვა, ხოლო საქართველოს ნაკრები 34 ქულით მეოთხე ადილზე გავიდა. ჩვენი მოჭადრაკეების ინდივიდუალური შედეგები ასეთი იყო: ზურაბ აზმაიფარაშვილი - 7 ქულა, ზურაბ სტურუა - 6, მიხეილ მჭედლიშვილი - 6,5, ბაადურ ჯობავა - 3,5, ზვიად იზორია - 4,5, მერაბ გაგუნაშვილი - 6,5.

ქალთა ოლიმპიადაზე 27,5 ქულით საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩა საქართველოს ნაკრები. ჩვენი გუნდი მეოთხე ადგილს დასჯერდა. ჩემპიონები კი კვლავ ჩინელები გახდნენ 29,5 ქულით.თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ჩვენებმა ჩინელებს 2,5:1,5 მოუგეს. პირად შედეგებს რაც შეეხება, მაია ჩიბურდანიძემ 11 შესაძლებლიდან 8 ქულა მოაგროვა, ნანა იოსელიანმა - 7 (11), ნინო ხურციძემ - 5,5 (10), ხოლო ქეთევან არახამია-გრანტმა - 7 (10).

XXXVI ოლიმპიადა

კალვია (ესპანეთი), 2004 წლის 14-31 ქტმბერი

თუ საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა წინა ოლიმპიადაზე მეოთხე ადგილი დაიკავა, ესპანეთში ოცეულშიც ვერ მოხვდა - 31,5 ქულით 21-ე ადილზე გავიდა. (პირადი შედეგები: ზურაბ აზმაიფარაშვილი - 5,5 ქულა 10 თამაშიდან, გიორგი ყაჭეიშვილი - 4,5 (9), ზვიად იზორია - 6,5 (11), ბაადურ ჯობავა - 8,5 (11), მერაბ გაგუნაშვილი - 3 (8), თამაზ გელაშვილი - 3,5 (8). ვეღარც რუსები გახდნენ ჩემიონები, - მეორე ადგილზე გავიდნენ (36,5 ქულით) და 3 ქულით ჩამორჩნენ ახალ ჩემპიონს უკრაინის ნაკრებს. ამდენივე 36,5 ქულა მოაგროვეს სომეხმა მოჭადრაკეებმა, მაგრამ უარესი კოეფიციენტის გამო მესამე ადგილზე აღმოჩნდნენ. საინტერესოა, რომ ქართველმა მოჭადრაკე ვაჟებმა რუსებს 2,5:1,5 მოუგეს, ხოლო უკრაინელებთან შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულეს.

ესპანეთშიც მეოთხე შედეგი აჩვენა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა (მაია ჩიბურდანიძე 8,5 ქულა, ნანა ძაგნიძე - 8,5, ლელა ჯავახიშვილი - 8, მაია ლომინეიშვილი 2,5). ჩინელები ისევ ჩემპიონებად დარჩნენ 31 ქულით, აშშ-ს ნაკრები 28 ქულით მეორე იყო. ჩვენმა გუნდმა რუსებთან ერთად 27,5-27,5 ქულა მოაგროვა, თუმცა უარესი კოეფიციენტის ქონის გამო მეოთხეზე გავიდა.

XXXVII ოლიმპიადა

ტურინი (იტალია), 2006 წლის 20 მაისი - 4 ივნისი

ტურინში სომეხმა ვაჟმა მოჭადრაკეებმა აჯობეს ყველას. 13 შეხვედრიდან არცერთი არ წაუგიათ, 10 მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს, დააგროვეს 36 ქულა და მეორეადგილოსან ჩინეთის გუნდს 2 ქულით გაუსწრეს. 33-33 ქულა მოაგროვეს აშშ-სა და ისრაელის ნაკრებებმა, თუმცა უკეთესი წყალობით ოკეანისგაღმელები მესამეზე გავიდნენ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენმა მოჭადრაკე ვაჟებმა 9 შეხვედრა მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს, ამდენივე წააგეს და 31 ქულით მე-14 ადგილზე გავიდნენ. ჩვენი გუნდი ზურაბ აზმაიფარაშვილისა და გია გიორგაძის გარეშე ასპარეზობდა. ბაადურ ჯობავამ პირველ დაფაზე 5,5 ქულა მოაგროვა 10 პარტიიდან, ლევან ფანცულაიამ 3 (8), გიორგი ყაჭეიშვილმა - 5 (10), მერაბ გაგუნაშვილმა - 7,5 (10), თამაზ გელაშვილმა - 5,5 (8), ხოლო დავით არუთინიანმა - 4,5 (6).

საქართველოს ქალთა ნაკრები მე-6 ადილზე გავიდა 24,5 ქულით. ნინო ხურციძის ანგარიშზე 5,5 ქულა (11) იყო, ნანა ძაგნიძემ 7 ქულა მოაგროვა (10), ლელა ჯავახიშვილმა - 8,5 (11) ხოლო მაია ლომინეიშვილმა - 3,5 (7). ჩემპიონი კი უკრაინის ნაკრები გახდა 29,5 ქულით, რომელსაც რუსები ქულანახევრით ჩამორჩნენ, მესამე ადგილი კი 27,5 ქულით ჩინელმა მოჭადრაკეებმა დაიკავეს.

XXXVIII ოლიმპიადა

დრეზდენი (გერმანია), 2008 წლის 13 - 25 ნოემბერი

38-ე ოლიმპიადაზე გუნდების შედეგებში ითვალისწინებდნენ: 1) ჯამურ ქულას, 2) ბერგერი კოეფიციენტის ჯამს, 3) ბუჰოლცის კოეფიციენტს, 4) ინდივიდუალურ ქულებს.

სომხეთის ვაჟთა ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა - 9 გამარჯვება, 1 ფრე, 1 დამარცხება და ჯამში 31 ქულა. ეს ერთადერთი მარცხი ჩვენმა მეზობლებმა ისრაელის ნაკრებთან იწვნიეს, რომელიც 28 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს. მესამეზე აშშ-ს გუნდი გავიდა. საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მე-11 ადგილი დაიკავა - 8 გამარჯვება და 3 მარცხი. ჩვენი გუნდის წევრთა პირადი შედეგები ასეთი იყო: ბაადურ ჯობავა - 6,5 ქულა (10 პარტიაში), ზვიად იზორია - 5,5 (9), მიხეილ მჭედლიშვილი - 6,5 (10), ლევან ფანცულაია - 5 (8), დავით არუთინიანი - 4,5 (7).

დრეზდენში საქართველოს ქალთა ნაკრები საუკეთესო იყო. ჩვენმა მოჭადრაკე ქალებმა 8 შეხვედრა მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და პოლონეთის გუნდთან დამარცხდნენ. ნაკრებში დაბრუნებულმა მსოფლიოს ექსჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ 9 შესაძლებლიდამ 7,5 ქულა მოაგროვა, ნანა ძაგნიძის ანგარიშზე 7 ქულაა (10), ლელა ჯავახიშვილმა 4,5 ქულა აიღო 9 პარტიაში, მაია ლომინეიშვილმა 6 (9), ხოლო სოფიკო ხუხაშვილმა - 6 (7). ჯამში ქართველებმა 31 ქულა მოაგროვეს. მეორე ადგილზე უკრაინელები გავიდნენ, ხოლო მესამეზე - აშშ-ს ნაკრები.

გაგრძელება იქნება

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.099423
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X