ფეხბურთი

18:22 | 10.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: "მალე დავბრუნდები"

ზინედინ ზიდანი ბრუნდება. ეს ინფორმაცია თავად ფრანგმა სპეციალისტმა გააჟღერა, რომელმაც თქვა, რომ მწვრთნელობა მოენატრა და ახალ სამსახურს მალე იპოვის.

“სამწვრთნელო საქმიანობას ნამდვილად მალე დავუბრუნდებ, რადგან მომწონს ის საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება ვაკეთებ”, - განაცხადა ზიდანმა ესპანურ RTVE-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი მადრიდის “რეალიდან” გასული სეზონის ბოლოს წავიდა და მას შემდეგ უმუშევარია. ჯერჯერობით უცნობია თუ სად განაახლებს კარიერას ლეგენდარული ფრანგი, მაგრამ ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ.

0.102948