თამაშგარე

17:24 | 10.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

იაპონიაში კალათბურთელები მეძავებში განავარდების გამო დასაჯეს

ყველა ცივილიზაციას თავისი წესები, კანონები და ღირებულებები აქვს. რაც ერთგან მიღებული და ბუნებრივია, სხვაგან შესაძლოა სრულიად წარმოუდგენელი იყოს. მაგალითად, ლათინურ ამერიკაში არავის გაუკვირდებოდა, თუკი გამარჯვებული სპორტსმენები წარმატების შემდეგ მეძავებში გაინავარდებენ. იაპონიაში კი ასეთი რამ წარმოუდგენელია.

ორ კვირაზე მეტია, მთელი იაპოონია, იაპონიის საკალათბურთო ნაკრების ოთხ მოთამაშეს განიკითხავს, რომლებმაც 2018 წლის აზიის თამაშებზე ყატარის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვება ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში გადაფრენით და ინდონეზიელ სახელგავარდნილ მეძავებთან ღლაბუცით აღნიშნეს.

ამ ფაქტის გამო, იაპონიის კალათბურთის ფედერაციამ ოთხივე კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა და ზედ კრულვა და ქოქოლაც მიაყარა. ფედერაციას არც ქომაგები ჩამორჩნენ და კალათბურთელებს სულ გარყვნილები და მზიური იაპონიის შემარცხვენლები ეძახეს. არადა, რატომ კაცო, რატომ? რა მოხდა? გამარჯვების შემდეგ ვის არ უხვანცალია ამ დალოცვილ დედამიწაზე?!...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125741