სხვა

13:35 | 10.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ორივე ქართველმა იმარჯვა

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირის მე-2 დღე წარმატებული გამოდგა შეჯიბრის ფავორიტებისთვის, რომელთა შორის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინიც გახლავთ.

ჩვენებური დღევანდელ ორთაბრძოლაშიც დამაჯერებლად გამოიყურეოდა. დასავლეთის ოძეკის წოდებით მოასპარეზე ქართველმა სეკიტორმა აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა იუტაკაიამას შანსი არ დაუტოვა, დოჰიოს კიდესთან მიიმწყვდია და მარცხენა მხრიან დგომაში ჰიდარი-უვატეს დაფიქსირების კვალად, იორიკირით იმარჯვა. VIDEO

ხვალ, ტოჩინოშინის პირისპირ დასავლეთის კომუსუბი ტაკაკეიშო დადგება, რომელთან ურთიერთშეხვედრებში ჩვენებური 1:3 მარცხდება.

როგორც აღვნიშნეთ, მე-2 საშეჯიბრო დღეს იმარჯვეს იოკოძუნებმა ჰაკუჰომ, კისენოსატომა და კაკურიუმ, ასევე ოძეკებმა ტაკაიასუმა და გოეიდომ. სხვაობა ის გახლდათ, რომ ამ უკანასკნელისთვის, ეს აკი ბაშოზე პირველი წარმატება იყო.

სასიხარულოა, რომ საშემოდგომო შეჯიბრზე საწყისი გამარჯვება იზეიმა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში აღმოსავლეთის მე-12 ნომრის წოდებით ირჯება და აღნიშნულ დონეზე ადგილის შენარჩუნებისთვის დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) სჭირდება.
დღეს, გაგამარუმ დასავლეთის მე-14 რეიტინგოსანი აკუა ოშიდაშით დაჯაბნა, ხვალ კი, მე-11 ნომერ ჩიიონოუმისთან ჭიდილი ელის, რომელთანაც 1 ბრძოლა წაგებული აქვს.

აკი ბაშოს მე-2 დღის სრული მიმოხილვა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111552