კალათბურთი

0:59 | 10.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 15 ქულა თბილისში ჩამოსვლამდე

თორნიკე შენგელიამ საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლამდე, ესპანურ “ბასკონიაში” მორიგი მოსამზადებელი მატჩი ჩაატარა და ბასკურ გუნდს ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტის” დამარცხებაში დაეხმარა – 77:70.
მოგეხსენებათ, ბურჯანაძე ჯერაც ტრავმირებულია და განაცხადში არ ყოფილა, შენგელია კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:48 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

თოკომ 8-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ახლა, შენგელიას უკვე თბილისში ველით, სადაც ის საქართველოს ნაკრებში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელები 13 სექტემბერს თელ ავივში, ისრაელთან ითამაშებენ, 16-ში კი, საბერძნეთთან საშინაო შეხვედრაა დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116224