ფეხბურთი

23:05 | 9.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: “მთავარი შედეგია და გამარჯვება დავიმსახურეთ”

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიასთან (1:0) ნამატჩევს ისაუბრა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს ძალიან გაუჭირდა გამარჯვება, ეს დამსახურებული სამი ქულა იყო.

სლოვაკი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მთავარი შედეგია, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა განვლილ ორ ტურში მიაღწია:

“კმაყოფილი ვარ შედეგით, საკმაოდ რთული იყო ე.წ ავტობუსის წინააღმდეგ თამაში. ჩვენ გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ გამარჯვების გოლი თერთმეტმეტრიანით გავიტანეთ. რამდენიმე ფეხბურთელს სამუშაო აქვს ფიზიკური კონდიციების მხრივ, რადგან ყველა საუკეთესო ფორმაში ამ ეტაპზე არაა. დარწმუნებული ვარ, ანდორასთან შეხვედრას უფრო მომზადებული შევხვდებით.

მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს რა თქმა უნდა, ქვილითაისთვის სპორტული ტრაგედიაა. ასეთი ტრავმა არ მახსენდება, ნამდვილად დიდი შოკი იყო მთელი გუნდისთვის. ხვალ ჩატარდება ოპერაცია ბელგიაში და ამის შემდეგ გვეცოდინება, რა პერიოდი გაუცდება. რაც შეეხება ლატვიასთან პირველ გამარჯვებას ოფიციალურ შეხვედრაში, მე არ ვუყურებ წარსულს და მხოლოდ აწმყოზე ვარ კონცენტრირებული. წინ მნიშვნელოვანი თამაში გველოდება ანდორასთან და ამ შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ.

ასეთ თამაშში ცვლილებაზე ჩართვა ყოველთვის რთულია, როგორც ფიზიკურად, ისე, ფსიქოლოგიურად. უკვე აღვნიშნე, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ფიზიკურად არ იყო მზად, იგივე პაპუნაშვილი, კვეკვესკირი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ ორ შეხვედრაში. მჯერა, რომ მომდევნო შეხვედრაში ფიზიკური კონდიციების მხრივ უკეთესი სიტუაცია იქნება. რაც შეეხება კაჭარავას, ვფიქრობ, მას არ წაუვიდა თამაში, მაგრამ ჰქონდა შანსები. ფეხბურთი დღეს ადვილი სათამაშო ნამდვილად არაა და მიუხედავად იმისა, რომ თერთმეტმეტრიანით მოვიგეთ, ვფიქრობ, ეს გამარჯვება დამსახურებული იყო.

მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რადგან 50 ათასი ადამიანი მოვიდა და ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთი აქ ძალიან უყვართ. რაც შეეხება ყაზახეთთან და დღევანდელი თამაშის შედარებას, მთავარი ისაა, რომ ორივე შეხვედრაში სამი ქულა მოვიპოვეთ და შესაძლოა, თამაშის ხარისხი მალე არავის ახსოვდეს, მთავარი შედეგია.

ჩვენ ველოდით ლატვიისგან ასეთ დაცვით ფეხბურთს. თუმცა, მათ ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც კონტრშეტევებზე იქნებოდნენ სახიფათონი. ასევე, სანდარტულების დროს. მინდა აღვნიშნო ჩაკვეტაძის ინდივიდუალიზმი, რომელმაც მეორე ტაიმში რამდენჯერმე გაამწვავა თამაში. ასევე, თორნიკე ოქრიაშვილის თამაშიც, რომელსაც ძალიან დიდი ხანია არ უთამაშია.

რაც შეეხება გიორგი არაბიძეს, 20 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ნამდვილად გამორჩეული ტალანტი აქვს. ვფიქრობ, უფრო მეტი გამოვლენა მართებს ვარჯიშების დროს იმ შესაძლებლობებს, რომელიც აქვს და უფრო მეტი უნდა ირბინოს. ჩემი აზრით, ლატვიასთან მატჩისთვის მისი საჭიროება არ იყო და ამიტომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. თუმცა, მისთვის ნაკრების კარი ღიაა და მომდევნო მატჩებში შესაძლებელია, რომ ჩვენთან ერთად იყოს.

მქონდა კომუნიკაცია ჯანო ანანიძესთან, ორშაბათიდან ის გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს, თუმცა ვნახოთ სამი კვირის შემდეგ, როგორ კონდიციებში იქნება. ის ნამდვილად ჭკვიანი ფეხბურთელია და საქართველოს ნაკრებში მისი ადგილი ყოველთვისაა”, - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ შეხვედრაში ყაზახეთი 2:0, ხოლო მეორე ტურში ლატვია 1:0 დაამარცხა და ქვეჯგუფს 6 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111452