ფეხბურთი

17:24 | 9.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ზელინსკის გამოსასყიდ თანხას გაზრდის

"ნაპოლი" გეგმავს პოლონეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურ ნახევარმცველს პიოტრ ზელინსკის კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. როგორც გაზეთი Ilmatino იუწყება, იტალიური კლუბის მიზანია ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევრომდე გაზარდოს, რადგან პოლონელით ტოპ კლუბები არიან დაინტერეებულნი.

ზელინსკი "ნაპოლიმ" 2016 წელს "უდინეზედან" 14 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გასულ სეზონში პოლონელმა 47 მატჩი მიიღო მონაწილეობა, გაიტანა შვიდი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ზელინსკი საშუალოდ 52 წუთს თამაშობდა. 2017/18 წლების სეზონში ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 20-დან 32 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112964