ჩოგბურთი

13:43 | 9.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსი მსაჯს: „მატყუარა ხარ“ (+VIDEO)

ამერიკის ღია პირველობის ფინალი სკანდალური გამოვიდა. 20 წლის იაპონელმა ნაომი ოსაკამ სერენა უილიამსი 6:2, 6:4 დაამარცხა.

დრამატული მეორე სეტი აღმოჩნდა. მთავარი მსაჯის კარლოს რამოსის თქმით სერენა უილიამსის მთავარმა მწვრთნელმა პატრიკ მურატოღლუმ შეგირს მითითებები მისცა, რის გამოც ამერიკელმა გაფრთხილება მიიღო, რაც შემდეგში კამათში და სერენას განრისხებაში გადაიზარდა.

სერენა უილიამსი კარლოს რამოსს: „ეს წარმოუდგენელია. ყოველთვის ასე ხდება როცა აქ ვთამაშობ. ჩემს მწვრთნელს არ უკარნახია. არ ვიტყუები. შენ ბოდიში გაქვს ჩემთვის მოსახდელი. ცხოვრებაში არასდროს მომიტყუებია. სანამ ცოცხალი ხარ კორტზე ჩემთან ერთად არასდროს აღარ იქნები. შენ ხარ მატყუარა. როდის მომიხდი ბოდიშს? მომიხადე ბოდიში. თუ არა და ნუ მელაპარაკები. ქულა მომპარე, ქურდიც ხარ“.

კარლოს რამოსი: „შეურაცხყოფის მოყენებისთვის მისის უილიამსი გეიმით დაისაჯა“.

სერენა უილიამსი კარლოს რამოსს: „დამცინი? იმიტომ რომ ვთქვი რომ ქურდი ხარ? მაგრამ შენ ქულა მომპარე. მე არ ვარ მატყუარა. მე რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში? შენ უნდა მოიხადო. რეფერის უნდა დავუძახო“. (რეფერი პასუხისმგებელია, რომ თამაში სამართლიანად ITF-ის წესების მიხედვით ჩატარდეს)

სერენა უილიამსი რეფერის: „ეს უსამართლობაა. ჯერ ქულა და მერე გეიმი წამართვა. კაცებიც აკეთებენ იგივეს, მაგრამ ისინი არ ისჯებიან, იმიტომ რომ კაცები არიან. მე უბრალოდ მას ქურდი დავუძახე და რადგან ქალი ვარ, ქულა უნდა წამართვას? ეს არ არის სწორი. ვიცი, რომ თქვენ არაფრის შეცვლა შეგიძლიათ, მაგრამ ეს არასწორია. ვიცი წესები, მაგრამ უბრალოდ ვამბობ, რომ ეს არასწორია. ასეთი რამ ამ ტურნირზე ყოველ წელს მემართება. ეს უსამართლობაა“.

როგორც კაცთა ისე ქალთა ჩოგბურთში თითქმის ყოველ შეხვედრაში, ხშირია, როცა მწვრთნელი ჩოგბურთელს კარნახობს, ამხსნევებს, რაზეც მსაჯებს უმეტეს შემთხვევებში რეაქცია არ აქვთ. ჩოგბურთში თითქოს დაუწერელ კანონად ჩამოყალიბდა, რომ ეს შეიძლება. კარლოს რამოსს, ალბათ, უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ეს ფინალური შეხვედრა იყო და თამაში არ გაეფუჭებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133452