ფეხბურთი

22:10 | 8.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ზამთარში პარედესის გადაბირებას შეეცდება

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ზენიტის" საყრდენი ნახევარმცველი ლეანდრო პარედესი შესაძლოა "მილანში" გადავიდეს. როგორც Tuttosport-ი იუწყება, "როსონერი" 24 წლის სამხრეთამერიკელის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება.

პარედესი რუსულ გუნდში 2017 წელს "რომადან" გადავიდა. ლეანდრომ გასულ სეზონში 39 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. არგენტინელმა მიმდინარე სეზონში რვა შეხვედრაში ორი გოლის გატანა მოახერხა და გამთენიისას გვატემალის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108238