ფეხბურთი

13:51 | 8.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ ტერი ჯანო ანანიძის თანაგუნდელი ხდება

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი ჯონ ტერი კარიერას მოსკოვის „სპარტაკში“ გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და ინგლისელმა სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა სამედიცინო შემოწმების გავლის დროს გადაღებული, რომელიც რომში ჩატარდა. შესაბამისად, „სახალხო გუნდთან“ 1-წლიან კონტრაქტის გაფორმებას წინ აღარაფერი უდგას. აღსანიშნავია, რომ „სპარტაკს“ ძირითადი შემადგენლობის ცენტრალური მცველი სამუელ გიგო მძიმედ დაუშავდა და ტერიც მის შემცვლელად მოიაზრება.

ასე რომ, ჯონ ტერი და ჯანო ანანიძე სულ მალე თანაგუნდელებიც გახდებიან.

შეგახსენებთ, რომ 38 წლის ფეხბურთელმა „ჩელსი“ 2017 წელს დატოვა. გასული სეზონი მან ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ გაატარა, რომელიც გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

1.426596