კალათბურთი

1:21 | 8.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას და შერმადინის წარმატებული მატჩები

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და “ბრეოგანი” 83:62 დაამარცხა. გადმწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელშიც ბასკურმა კლუბმა 32:6 იმარჯვა.
ქართველი მძიმე ფორვარდი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 20:24 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
შენგელიამ 6-დან 3 ორქულიანი, სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ბასკონიას” მომდევნო მოსამზადებელი შეხვედრა 9 სექტემბერს ელის, როდესაც ბექა ბურჯანაძის ახალ კლუბ “გიპუზკოა ბასკეტს” გაეჯიბრება.

წარმატებული დღე ჰქონდა გიორგი შერმადინის “უნიკახასაც”, რომელმაც “ფუენლაბრადას” 107:82 სძლია. ქართველმა ცენტრმა 15:20 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
შერმადინმა 7-დან 3 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 7-ჯერ დაირღვა.
13 სექტემბერს მალაგელებს ბერძნულ “ოლიმპიაკოსთან” დაპირისპირება ელით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118039