თამაშგარე

13:15 | 7.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანა კურნიკოვას ნაკლებ პატრიოტიზმში ადანაშაულებენ

ერთ დროს მსოფლიოს მერვე ჩოგნად აღზევებული, ვეტერანი რუსი მეჩოგნე და ფოტომოდელი, ანა კურნოკოვა უკვე წლებია, რაც ამერიკაში, მაიამიში ცხოვრობს და მშობლიურ რუსეთში ჩასვლას უფრო და უფრო მოუკლო, რაც ამერიკაზე დაბოღმილ მის თანამემამულეებს ცხადია არ გამორჩენიათ.

ერთ-ერთმა რუსულმა ინტერნეტ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ანა რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებს და ეს მათი დიადი და “ველიკი დერჟავას“ ღალატია. კურნიკოვა ამ ჭორს მსწრაფლივ გამოეხმაურა და ისეთი ცინიკური კომენტარი გააკეთა - თქვენი მოწონებული.

ანა სერგეევნა ამბობს, რომ მისთვის მოქალაქეობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უპრობლემოდ მიიღებენ და ცხოვრების უფლებასაც მისცემენ. ამიტომ, მხოლოდ ეცინება იმ ადამიანებზე, რომლებიც მისი დალოცვილი ტან-ფეხის რუსეთში ვერხილვის გამო გულზე სკდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116494