ფეხბურთი

1:31 | 6.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპეს ურჩობა არ აპატიეს

“პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე მკაცრად დიასაჯა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა ლიგა 1-ის ბოლო ტურში მომხდარ ინციდენტზე და 19 წლის ფეხბურთელს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

პსჟ-სა და “ნიმის” მატჩის მიწურულს მბაპეს მოედნის ცენტრში ტეი სავანი უეხეშა, რასაც კილიანის გაცხარება მოჰყვა და ფეხბურთელს უთავაზა. შედეგად ორივე ფეხბურთელი გააძევეს.

იყო ვარაუდი, რომ ფრანგი ტალანტი 5-მატჩიანი დისკვაფიკაციით დიასჯებოდა, მაგრამ ოდნავ გადარჩა. სამაგიეროდ, 5 თამაშის გამოტოვება მოუწევს სავანის. ამრიგად, პსჟ-ს მბაპეს გარეშე ფონს გასვლა “სენტ ეტიენთან”, “რეიმსთან” და “რენთან” მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107803