ფეხბურთი

21:18 | 5.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ავთო ებრალიძე პორტუგალიის ჩემპიონატის გამორჩეულ ტრანსფერებში

პორტუგალიური გამოცემა Fairplay.pt-ი პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 11 საუკეთესო და საინტერესო ტრანსფერის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ხსენებულ 11 ფეხბურთელში ერთი ქართველი მოხვდა - ავთო ებრალიძე, რომელიც „შავესის“ ღირსებას იცავს.

საგულისხმოა, რომ ებრალიძეს ხსენებულ წერილში ფაბიო კოენტრაუსა და ნანის გვერდით ერგო ადგილი:

„ქვედა ლიგაში, „ჟილ ვისენტესა“ და „ვიზეუში“ გატარებული 5 წლის შემდეგ, შანსი მიეცა პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ბინადარ „შავესში“. ქართველს დიდი პოტენციალი გააჩნია, ბუთის კონტროლი, დრიბლინგი შეუძლია და ფიზიკურად ძლიერია. თვალი ადევნეთ ავთანდილ ებრალიძეს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ავთო ებრალიძე „შავესში“ გასულ ზაფხულს „ვიზეუდან“ გადავიდა და მიმდინარე სეზონში გამართული ოთხივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. თუმცა, ქართველ შემტევს გოლი არ გაუტანია.

0.140299