ფეხბურთი

19:43 | 5.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ვარჯიში "ასტანა არენაზე" (+VIDEO, PHOTO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე ყაზახეთშია და მატჩისწინა, ბოლო ვარჯიშიც ჩაატარა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა “ასტანა არენაზე” სრული შემადგენლობით ივარჯიშა და სლოვაკი ტრავმებს არ უჩივის.

ფეხბურთელებმა ხელოვნური საფარი დააჭაშნიკეს, რომლის ირგვლივ დიდი მითქმა-მოთქმაა. მუსირებს აზრი, რომ ეს შესაძლოა საქართველოს ნაკრებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი გამოდგდეს. თუმცა, ვლადიმირ ვაისმა აღნიშნა, რომ მოედნის საფარი გასამართლებელი საბაბი ვერ იქნება, რადგან მოედანი კარგ მდგომარეობაშია.

დღევანდელი ვარჯიში მსუბუქი გამოდგა და ძირითადად მოთელვითი ხასიათი გახლდათ. წვრთნა მედიის წარმომადგენლებისთვის საწყისი 15 წუთის განმავლობაში გახლდათ თავისუფალი.

აღსანიშნავია, რომ ასტანაში ჰაერის ტემპერატურა საკმაოდ დაბალია, განსაკუთრებით, საღამოს საათებში. როგორც ამბობენ, "ასტანა არენაზე" ანშლაგი იქნება და ამ დროისთვის 30 ათასამდე ბილეთი უკვე რეალიზებულია. შეგახსენებთ, რომ მატჩი 6 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 20:00, ხოლო თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ასტანიდან

ავტორის ფოტო და ვიდეო მასალა

0.123947