ფეხბურთი

18:24 | 4.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" და "რეალი" იანვარში ბარტერს გეგმავენ

იტალიის ჩემპიონ ტურინის „იუვენტუსს“ მადრიდის „რეალის“ მცველ მარსელოს ისევ უკავშირებენ. Tuttosport-ის ინფორმაციით, იტალიის ჩემპიონი მზადაა ბრაზილიელი მცველი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადაიბიროს.

წყაროს ცნობით, „იუვე“ „რეალს“ 30 წლის სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ ალექს სანდროს სთავაზობს. საგულისხმოა ისიც, რომ მარსელოს ბოლო პერიოდში „სამეფო კლუბის“ თავკაც ხულენ ლოპეტეგისთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს და ამასთან, მარსელომ არაერთხელ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში ენატრება.

შეგახსენებთ, რომ მარსელო „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2007 წლიდან მოყოლებული თამაშობს და გუნდის წარმატებების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელია. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 4 შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109997