ფეხბურთი

12:51 | 4.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" ჰენდერსონს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

ინგლისურმა “ლივერპულმა” ჯორდან ჰენდერსონმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს. როგორც “წითლების” ვებგვერდი იტყობინება, 28 წლის ფეხბურთელი “ენფილდ როუდზე” 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

“ლივერპულს” სხვა არცერთ გუნდზე არ გავცვლი და აქ დარჩენა დიდი ხნით მსურს. ეს ჩემთვის დიდი პატივია”, - თქვა ჰენდერსონმა.

ჯორდანი “ლივერპულმა” 2011 წელს “სანდერლენდიდან” 16 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. მას მერე ინგლისელმა 284 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 40 საგოლე პასი გააკეთა.

2012 წელს ინგლისის ლიგის თასი მოიგო, ხოლო 2015 წლიდან გუნდის კაპიტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11096