ფეხბურთი

20:50 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდია პოლონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

პოლონეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის სიმბოლურში მოხვდა "არკას" ქართველი ლეგიონერი ლუკა ზარანდია. 22 წლის შემტევის თამაში ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია. ქართველი ფეხბურთელისთვის ეს პირველი სიმბოლურია მიმდინარე სეზონში.

ზარანდიამ შაბათს „ზაგლებიესთან“ 90 წუთი ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა. გარდა ამისა, მთელი თამაში აქტიურობდა და თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოც იყო.

ლუკა ზარანდიას პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული და გოლის გატანა ერთხელ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113231