ფეხბურთი

18:50 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დავით სხირტლაძე კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი დავით სხირტლაძე კარიერას სლოვაკეთში, კერძოდ, ტრნავას „სპარტაკში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია სლოვაკური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„დიდი ენთუზიაზმით ვარ ახალ გუნდში და ახალ ქვეყანაში. ერთი სული მაქვს, რომ მოედანზე გავიდე, უკვე მზად ვარ შემდეგი მატჩისთვის. მინდა, სლოვაკეთში პროგრესი განვიცადო და თანაგუნდელებს დავეხმარო. ვახტანგ ჭანტურიშვილს ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან ჩვენ ერთად ვიზრდებოდით და ერთ გუნდში ვთამაშობდით“, - თქვა სხირტლაძემ.

ამრიგად, 25 წლის ფეხბურთელის დანიური კარიერა დასრულდა. სხირტლაძე სკანდინავიაში 2011 წელს გადავიდა და 5 წლის განმავლობაში „ორჰუსის“ ღირსებას იცავდა. 2016 წელს კი „სილკებორგს“ მიაშურა, რომლის ლიდერიც იყო. ქართველმა შემტევმა ამ გუნდის რიგებში 87 თამაში ჩაატარა და 23 გოლის გატანა მოახერხა. საქართველოს ნაკრებში მის ანგარიშზე სამი უგოლო თამაშია.

აქვე გეტყვით, რომ „სპარტაკის“ ღირსებას კიდევ ერთი ქართველი ვახტანგ ჭანტურიშვილი იცავს. სლოვაკური გუნდი კი, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები „ფენერბახჩე“, „ანდერლეხტი“ და ზაგრების „დინამო“ იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118042