ფეხბურთი

16:40 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

რისთვის ჰყავს "ნაპოლის" მეკარე?!

იტალიურმა „ნაპოლიმ“ სერია A-ს საწყის სამ ტურში 6 გოლი გაუშვა. ეს რა თქმა უნდა, ჩემპიონობაზე პრეტენზიის მქონე გუნდისთვის მეტად ცუდი შედეგია. მაგრამ, საინტერესო სხვა საკითხია - ნეაპოელელთა კარში დარტყმული ყველა ბურთი გოლით დასრულდა.

პირველ ტურში „ლაციომ“ „ნაპოლის“ კარის ჩარჩოში ერთადერთხელ დაარტყა და ორესტის კარნეზისის კარში გოლი გავიდა. მეორე ტურში „მილანმა“ იგივე ორჯერ გააკეთა და დავიდ ოსპინამ ვერცერთხელ გადაარჩინა გუნდი. აი, მესამე ტურში, უკვე „სამპდორიამ“ გაზარდა შედეგი, სამჯერ დაარტყა და სამჯერვე გოლი გაიტანა.

გამოდის, რომ ფაქტობრივად კარლო ანჩელოტის გუნდმა განვლილი მატჩები ისე ჩაატარა, რომ მეკარე კარში არ ყოფილა (სეივი მათ ანგარიშზე არაა). იტალიური მედიის ცნობით, „პაპა კარლო“ მეოთხე ტურში აღარც დავიდ ოსპინასა და აღარც ორესტის კარნეზისის ნდობას აპირებს და კარის დაცვას ახალგაზრდა ალექს მერეტს მიანდობს, რომელიც აქამდე ტრავმირებული იყო.

თეგებინაპოლი
0.112386