სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:20 | 2.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “უოტფორდმა” “ტოტენჰემი” დაამარცხა და კვლავ უდანაკარგოა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

პრემიერლიგის მეოთხე ტურის ყველაზე საინტერესო შეხვედრა “ვიკარეიჯ როუდზე” გაიმართა, სადაც ერთმანეთს ორი უდანაკარგო კლუბი დაუპირისპირდა. “უოტფორდმა” ლონდონის “ტოტენჰემს” უმასპინძლა და შინ უქულოდ გაისტუმრა.

პირველ ნახევარში ბევრი მომენტი არ შექმნილა და გოლები არ გასულა. მეორე ტაიმი კი “ტოტენჰემისთვის” ძალიან კარგად დაიწყო და მასპინძელთა მცველების შეუთანხმებელ თამაშს დაკურის ავტოგოლი მოჰყვა.

გაშვებული გოლის შემდგომ მასპინძლები გააქტიურდნენ და შვიდწუთიან მონაკვეთში თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. ორივე გოლი ხოსე ჰოლებასის მოწოდებულ სტანდარტულებს მოჰყვა: 69-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებულს ტროი დინი გამოეხმაურა და თავური დარტყმით გაათანაბრა, ხოლო შვიდ წუთში უკვე კუთხური დაინიშნა და ამჯერად კეტკარტმა იყოჩაღა – 2:1.

ამრიგად, პრემიერლიგას სამი უნაკარგო კლუბი შემორჩა: "უოტფორდი", "ლივერპული" და "ჩელსი".

დღის გახსნით მატჩში “არსენალი” “კარდიფს” ესტუმრა და დაძაბულ, უხვგოლიან მატჩში იმარჯვა. ანგარიში მე-12 წუთზე შკოდრან მუსტაფიმ გახსნა, რომელიც გრანიტ ჯაკას კუთხურიდან მოწოდებულს გამოეხმაურა და უძლიერესი თავურით მეკარე უშანსოდ დატოვა. სტუმრები ტაიმის მოგებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაცვა შეცდა, რითაც ვიქტორ კამარასამ ისარგებლა და ახლო მანძილიდან წონასწორობა აღადგინა.

“მეთოფეები” 62-ე წუთზე მეორედ დაწინაურდნენ: ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს და ობამეიანგმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით მასპინძელთა კიპერი უშანსოდ დატოვა. უელსელებმა რვა წუთში გაათანაბრეს და უარდმა კვლავ სტანდარტულიდან გაათანაბრა, ხოლო 81-ე წუთზე ალექსანდრე ლაკაზეტმა უძლიერესი დარტყმით, მახვილი კუთხიდან გამარჯვების შეაგდო – 2:3.

“მანჩესტერ იუნაიტედი” გასვლაზე “ბარნლის” დაუპირისპირდა, რომელმაც ხუთშაბათს ევროპა ლიგაზე ითამაშა და ტურნირს გამოემშვიდობა. შეხვედრა “წითელი ეშმაკების” სრული უპირატესობით წარიმართა და რომელუ ლუკაკუს დუბლით იმარჯვეს. ბელგიელმა ფორვარდმა 27-ე წუთზე ალექსის სანჩესის კარგი გადაცემა შეირგო და ახლო მანძილიდან თავით გაიტანა, 44-ე წუთზე კი ასევე ახლოდან მეორეც გაიტანა. სტუმრებს მეორე ტაიმში მესამეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ პოგბამ პენალტი ვერ გაიტანა, ხოლო 71-ე წუთზე არასპორტული საქციელი გამო მარკუს რეშფორდი გააძევეს და “იუნაიტედმა” თამაში 10 კაცით დაასრულა – 0:2.

ბარნლი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:2 (0:2)

გოლები: ლუკაკუ (27; 44)
გაძევება: რეშფორდი (71)

69-ე წუთზე პოგბამ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

კარდიფი – არსენალი 2:3 (1:1)

გოლები: 0:1 მუსტაფი (12), 1:1 კამარასა (45+2), 1:2 ობამეიანგი (62), 2:2 უარდი (70), 2:3 ლაკაზეტი (81)

უოტფორდი – ტოტენჰემი 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 დაკური (53 ს.კ.), 1:1 დინი (69), 2:1 კეტკარტი (76)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.107253
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X