ფეხბურთი

14:59 | 2.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზლატკო დალიჩი: "რონალდუ ეგოისტია, რომელსაც ჩემს გუნდში არასდროს ვისურვებდი"

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ გააკრიკა და ეგოისტი უწოდა. ბალკანელმა სპეციალისტმა აღშფოთება მას შემდეგ გამოხატა, რაც ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ლუკა მოდრიჩს გადაეცა და არა პორტუგალიელს.

„რონალდუ უეფას დაჯილდოვების ცერემონიაზე იმიტომ არ მივიდა, რომ მოდრიჩმა გაიმარჯვა? ამაზე საუბარიც არ ღირს და ის დამტკიცდა, რასაც დიდი ხანია ვამბობ: რონალდუ ეგოისტია და ჩემს გუნდში მისი ხილვა არასდროს მენდომებოდა. ისაა მოთამაშე, რომელიც ფიქრობს: მნიშვნელობა არ აქვს თუ წავაგებთ, მთავარია გოლი მე გავიტანო“, - განაცხადა დალიჩმა.

შეგახსენებთ, კრიშტიანუმ უეფას გადაწყვეტილებით უკმაყოფილება გამოხატა და ამაში ფლორენტინო პერესიც დაადანაშაულა.

0.114013