ფეხბურთი

14:53 | 1.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა იანვარში "იუვენტუსში" დაბრუნებას გეგმავს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას ინგლისის დატოვება სურს. Tuttosport-ის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელი იანვარში ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნებას აპირებს.

პოგბა „ოლდ ტრაფორდზე“ ბედნიერი არაა, რასაც ჟოზე მოურინიოსთან დაულაგებელი ურთიერთობაც ემატება.

ფრანგს ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა „მანჩესტერიდან“ აბარგება, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ამჯერად კი, მიზნის მიღწევას ზაფხულში შეეცდება. საინტერესოა, რომ თუ ტრანსფერი შედგა, პოგბა „იუვეს“ ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში ვერ დაეხმარება, რადგან ჯგუფურ ეტაპზე „იუნაიტედთან“ ერთად უნდა ითამაშოს. ისიც საგულისხმოა, რომ ეს ორი გუნდი ერთ ქვეჯგუფში იმყოფება.

პოლ პოგბა „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა და „წითელ ეშმაკებს“ 105 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა.

0.113152