ფეხბურთი

12:55 | 1.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბეტისმა" პსჟ-ს ნახევარმცველი გაიფორმა

სევილიის „ბეტისმა“ პსჟ-ს ნახევარმცველი ჯოვანი ლო სელსო ინათხოვრა. აღნიშნულ ინფორმაციას ორივე მხარე ოფიციალურად ადასტურებს.

ტრანსფერის დეტალები გუნდებს არ გაუხმაურებიათ, თუმცა გავრცელებული ცნობით, იჯარის საფასური 2 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო ესპანურ მხარეს არგენტინელის გამოსყიდვა ერთი წლის შემდეგ 30 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

22 წლის ჯოვანილო სელსომ გასულ სეზონში ლიგა 1-ს ეგიდით 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116974