ფეხბურთი

16:36 | 1.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუსა დემბელე "ლიონის" ფეხბურთელია

გლაზგოს „სელტიკის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მუსა დემბელე სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს. „ოლიმპიკელთა“ ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გლაზგოელებმა კი 22 წლის შემტევის სანაცვლოდ 22 მილიონი ევრო მიიღეს. დემბელე „ლიონში“ მარიანო დიასის შემცვლელად განიხილება, რომელმაც მადრიდის „რეალს“ მიაშურა.

დემბელე „სელტიკში“ 2016 წლიდან თამაშობდა და სქოთური კლუბის რიგებში ჩატარებულ 94 შეხვედრაში 51 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109579