ფეხბურთი

17:23 | 1.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ კამერუნელი თავდამსხმელი დაიმატა

ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ კამერუნის ნაკრების თავდამსხმელი ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი გაიფორმა. როგორც პარიზული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

აფრიკელი შემტევი პსჟ-ს „სტოკ სიტიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ჩუპო-მოტინგის დამატება ტომას ტუხელმა მოითხოვა, რომელიც მას კარგად იცნობს. 2011-2014 წელს ისინი „მაინცში“ ერთად მუშაობდნენ.

29 წლის ჩუპო-მოტინგს ასევე უთამაშია „ჰამბურგისა“ და „შალკეს“ შემადგენლობაშიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122505