ფეხბურთი

17:32 | 31.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პირველად დაასახელა „ფურია როხას“ შემადგენლობა. „ბარსელონას“ ექსთავკაცმა გუნდში 24 ფეხბურთელს უხმო.

საინტერესოა, რომ ლუის ენრიკეს სიაში ვერ მოხვნენ „ბარსას“ მარცხენა მცველი ჟორდი ალბა, „რეალის“ შემტევი ლუკას ვასკესი და „სელტას“ თავდამსხმელი იაგო ასპასი.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), კეპა არიზაბალაგა (ჩელსი, ინგლისი), პაუ ლოპესი (ბეტისი)

მცველები: დანი კარვახალი (რეალი), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ინგლისი), რაულ ალბიოლი (ნაპოლი, იტალია), დიეგო ლორენტე (სოსიედადი), ნაჩო ფერნანდესი (რეალი), სერხიო რამოსი (რეალი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), მარკოს ალონსო (ჩელსი), ხოსე ლუის გაია (ვალენსია)

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), სერხი რობერტო (ბარსელონა), საულ ნიგეზი (ატლეტიკო), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი, გერმანია), დანი სებალიოსი (რეალი), როდრი ერნადესი (ატლეტიკო)

თავდამსხმელები: ისკო ალარკონი (რეალი), მარკო ასენსიო (რეალი), ალვარო მორატა (ჩელსი, ინგლისი), დიეგო კოშტა (ატლეტიკო), სუსო ფერნანდესი (მილანი, იტალია), როდრიგო მორენო (ვალენსია)

ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ეგიდით 8 სექტემბერს, ინგლისს ესტუმრება, ხოლო სამი დღის შემდეგ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიას უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131838