თამაშგარე

12:15 | 31.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჭორები ბექჰემზე და ათასრამენახულ ქეითზე

წიოკზე და სკანდალებზე თვალებდაჭყეტილმა ბრიტანულმა ტაბლოიდებმა მორიგი ჭორი გამოაცხვეს, რომ თითქოს დევიდ ბექჰემმა ცოლის მიერ დადებული “ბორკილები“ შეიხსნა და საწოლში მთელს ინგლისში ნამეტნავად პოპულარული ფოტომოდელი და ბლოგერი, ქეით პრეისი ჩაიკოტრიალა.

ამ ამბავზე ათასრამენახულმა ქეითმა თქვა, ბექჰემთან თანაყოფა რომ მდომოდა, აქამდეც მოვახერხებდი ამასო და თან დააყოლა - მე გავაგანიერი ქვემოკემბრიჯელი ქეითი არ ვიყო, ასეთი ჭორების გამავრცელებლებს თუ არ მიავაკვლიო და იმ ბეყერა თავ-პირში სულ ჩემი დიადი მკერდი არ ვურტყაო.

ისედაც მიხვდებოდით, რომ ქეით პრეისი ნამდვილად არაა ის ქალი, რომელიც პოპულარობისათვის ბექჰემთან კოტრიალს მოიგონებს. მისი თამამი ფოტოები და ბლოგები მთელს ბრიტთა კუნძულს ნანახი აქვს და სანამ პირში სული უდგას, კიდევ მრავალ მამრს ააყმუვლებს ციმბირული მგელივით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121544