ფეხბურთი

11:34 | 30.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინული მედია: პაულო დიბალა "რეალის" ფეხბურთელი ხდება

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი პაულო დიბალა კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას Ole-ს არგენტინელი ჟურნალისტი მაურისიო იდალგო ავრცელებს:

“რეალსა” და “იუვენტუსს” შორის შეთანხმება შედგა. მადრიდელები 180 მილიონ ევროს გადაიხდიან, ხოლო დიბალას ხელფასი სეზონში 16 მილიონი იქნება. ტრანსფერი 31 აგვისტომდე დადასტურდება”, - დაწერა იდალგომ ტვიტერში.

თუმცა, ინფორმაციას არ ადასტურებს იტალიური მედია. გარდა ამისა, იდალგოს ტვიტერი, საიდანაც ინფორმაცია გავრცელდა ეჭვს იწვევს, ვინაიდან ამ გვერდზე სხვა ადამიანის, კერძოდ, იოზეფ პუჩადესის ფოტოებია გამოქვეყნებული.

სიმართლე გავრცელდა თუ ტყუილი არგენტიდან, ამას ძალიან მალე გავიგებთ. სატრანსფერო ფანჯარა ესპანეთში 31 აგვისტოს იხურება და შესაბამისად, ყველაფერი ამ ორ დღეში უნდა მოესწროს.

აქვე გეტყვით, რომ დიბალა “იუვენტუსში” 2015 წლიდან თამაშობს და კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

0.111985