ფეხბურთი

1:34 | 30.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "ცრვენა ზვეზდამ" ისტორია დაწერა და "ზალცბურგის" ტრაგედია

ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი სრულად დაკომპლექტდა. ბოლო სამი მონაწილე ახლახან გამოვლინდა პლეი-ოფების მეშვეობით. ერთ შეხვედრაში საოცარი დრამაც დაიდგა, თუმცა ამაზე ქვემოთ.

იქამდე გეტყვით, რომ პსვ ეინდჰოვენმა მშვიდად და აუღელვებლად მოახერხა ჯგუფური ეტაპის საგზურის მოპოვება. ჰოლანდიელებმა ერთი კვირის წინ სტუმრად 3:2 მოიგეს და იმთავითვე ნათელი გახდა, რომ მოპოვებულ უპირატესობას არ გაანიავებდნენ. ასეც მოხდა და მეტიც, „ფილიპს არენაზე“ პსვ-მ უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცა. კლასში სხვაობა დიდი იყო და შედეგიც ლოგიკურია. ჰოლანდია ჩემპიონთა ლიგაზე ორი გუნდით იქნება წარმოდგენილი.

ასევე ორი გუნდი ეყოლება პორტუგალიას. „პორტუს“ ლისაბონის „ბენფიკაც“ შეუერთდა. „არწივებს“ ძალიან რთული 90 წუთი უნდა ჰქონოდათ სალონიკში, მაგრამ ასე არ მოხდა. ერთი კვირის წინ, პაოკ-მა ლისაბონში სასურველი ანგარიში დააფიქსირა (1:1) და იმედოვნებდა, რომ საბერძნეთში ისტორიულ თამაშს ჩაატარებდა. მასპინძლებისთვის ყველაფერი დიდებულად დაიწყო. სერბმა ალექსანდრ პრიოვიჩმა დასაწყისშვიე დააწინაურა პაოკ-ი და სალონიკელები ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვნდნენ. მაგრამ, აქედან მოყოლებული ფეხბურთს ერთი გუნდი თამაშობდა და ეს გუნდი „ბენფიკა“ იყო. პორტუგალიელებმა ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს მასპინძლებს და ჯგუფში დაიბევეს ადგილი.

და ბოლოს, დრამა იყო ზალცბურგში. ავსტრიის ჩემპიონი „ზალცბურგი“ (გნებავთ „რედ ბული“) დიდი ხანია ერთ ნაბიჯშია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფთან და პლეი-ოფშიც ყოველთვის ფავორიტად მიიჩნევა ხოლმე, მაგრამ მიზანს ვერა და ვერ უწია. ახლაც ასე გახლდათ - ავსტრიელები სერბეთის ჩემპიონ „ცრვენა ზვეზდასთან“ ფავორტად მიიჩნეოდნენ.

ერთი კვირის წინ ბელგრადში უგოლო ფრე დაფიქსირდა და „ზალცბურგის“ შანსიც გაიზარდა. დღეს კი საოცრება მოხდა. მთელი თამაში მასპინძლები დომინირებდნენ და დაბურის დუბლით დამაჯერებლად იგებდნენ. თითქოს, ოცნების ასრულების დღე იყო, მაგრამ უბედურების ჟამმა მალევე ჩამოკრა. „ცრვენა ზვეზდამ“ ერთწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაიტანა და გაათანაბრა. შეხვედრას ასე დასრულდა - 2:2. სერბები ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლების წყალობით გავიდნენ. „ზალცბურგი“ კი ისევ ევროპა ლიგით დაკმაყოფილდება... სხვათა შორის, „ცრვენა ზვეზდა“, რომელმაც 1991 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო, უშუალოდ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. სტუმარი გუნდის ფანები კი თამაშის დარულებისთანავე მოედანზე შეცვივდნენ და ავსტრიაში დამწუხრებული და შოკირებული ადგილობრივი პუბლიკის წინაშე, დიდი ზეიმიც გააჩაღეს.

მოკლედ, 32 გუნდის ვინაობა ცნობილია. WORLDSPORT.GE აღნიშნულ თემაზე სტატიას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.

პაოკ - „ბენფიკა“ 1:4 (1:3) - ორი მატჩის ჯამში: 2:5

გოლები: 1:0 პრიოვიჩი (13), 1:1 ჟარდელი (20), 1:2 სალვიო (26, პენ), 1:3 პიცი (39), 1:4 სალვიო (49, პენ)

პსვ ეინდჰოვენი - „ბატე“ 3:0 (2:0) - ორი მატჩის ჯამში: 6:2

გოლები: 1:0 ბერგვინი (14), 2:0 დე იონგი (36), 3:0 ლოსანო (62)

„ზალცბურგი“ – „ცრვენა ზვეზდა“ 2:2 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 2:2

გოლები: 1:0 დაბური (45), 2:0 დაბური (48, პენ), 2:1 ბენ ნაბუანე (65), დეგენეკი (66)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.220096