ფეხბურთი

17:56 | 29.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლატვიის ნაკრების მწვრთნელი: "ჯგუფში ფავორიტი საქართველოა"

ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქის, ლატვიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელი მიკა პატელაინენმა პრესკონფერენცია გამართა.

ფინელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ჯგუფის ფავორიტი საქართველოა და ყველაზე რთულ თამაშს სწორედ „ჯვაროსნებთან“ ელოდება.

„ჩვენი ჯგუფის ფავორიტი საქართველოს ნაკრებია, რომელიც ჯგუფში ყველაზე ძლიერი გუნდია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ საქართველოსთან თამაში სავარაუდოდ, ყველაზე რთული იქნება. სექტემბერში ორ განსხვავებულ თამაშს ველოდებით. ანდორასთან ჩვენი გუნდი შეუწევს, ხოლო საქართველოსთან თავს დაიცავს. ჩვენ ველით ამ გამოწვევას“, - განაცხადა პატელაინენმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 6 სექტემბერს, სტუმრად ყაზახეთის, ხოლო სამი დღის შემდეგ თბილისში, ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134728