ფეხბურთი

13:22 | 29.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისელმა თავდამსხმელმა 913 დღიანი უგოლო სერია დაასრულა...

ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ “სტოკ სიტის” თავდამსხმელმა საიდო ბერაინომ 913 დღიანი უგოლო სერია დაასრულა. დიახ, 25 წლის ინგლისელს სწორედ ასეთი ხანგრძლივი მშრალი სერია ჰქონდა.

ბერაინომ ინგლისის ლიგის თასის 1/32 ფინალში “ჰადერსფილდის” კარში მოახერხა გატანა და ძალზე უსაიმოვნო სერია როგორც იქნა, დაასრულა. იქამდე, საიდომ ბოლოს გოლი 2016 წლის თებერვალში “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” მაისურით “კრისტალ პალასს” გაუტანა. “სტოკის” ფორვარდის უგოლო სერიამ ზედიზედ 48 მატჩს გასტანა.

საინტერესოა, რომ ეს “სტოკ სიტის” მაისურით მისთვის სადებიუტო გოლიც იყო. ამ გუნდში საიდო ბერაინო 2017 წლის იანვარში 13 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა.

აქვე გეტყვით, რომ ბერაინოს კარიერაში საუკეთესო სეზონი 2014-2015 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც "ვესტ ბრომვიჩის" მაისურით პრემიერლიგის 38 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. მაშინ, ჯერ კიდევ 21 წლის ფეხბურთელმა დიდი ყურადღება მიიპყრო, მაგრამ მისმა კარიერამ მხოლოდ და მხოლოდ რეგრესი განიცადა.

Loading...
სტატისტიკა
0.260748