ფეხბურთი

18:47 | 28.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქე ერთა ლიგაზე: ლატვიელთა შემადგენლობა ცნობილია

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, ლატვიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ბალტიისპირელთა მთავარმა მწვრთნელმა მიკა პაატელაინენმა გუნდში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

ლატვიელთა განაცხადი ასეთია:

მეკარეები: ანდრის ვანინსი (ციურიხი, შვეიცარია), პაველს სტეინბორსი (არკა, პოლონეთი), კასპარს იკსტენსი (რფს)

მინდვრის მოთამაშეები: კასპარს დუბრა (რფს), ვიტალის იაგოდინსკისი (ვენტსპილსი), გენტს ფრეიმანისი (სპარტაკსი), ვლადისლავ გაბოვსი (რიგასი), ვიტალის მაქსიმენკო (ოლიმპია, სლოვენია), ალექსანდრს სოლოვიოვსკი (რფს), რობერტს სავალნიეკსი (რფს), ალექსანდრს ფერტოვსი (რფს), რივარს რუგინსი (ვენტსპილსი), გლებს კლუშკინსი (რფს), ვიაჩესლავ ისაიევსი (რფს), ვლადიმირ კამესი (ლიეპაია), ივანს ლუკიანოვსი (რიგასი), კრისტანს დამიანს ტორესი (ლიეაპაია), ვალერის საბაალ (პოდბესკიჟე, პოლონეთი), რობერტს ულდრიკისი (სიონი, შვეიცარია), დენის რაკელსი (რიგასი), დავის იკაუნიეკსი (იაბლონეცი, ჩეხეთი), არტურს კარასაუსკსი (ურალსკი, ყაზახეთი), ვლადისლავს გუტკოვსკისი (ტერმალიცა, პოლონეთი).

ლატვიის ნაკრები საქართველოს ნაკრებს 9 სექტემბერს, თბილისში დაუპირისპირდება. იქამდე სამი დღით ადრე კი, ანდორას უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123141