ფეხბურთი

18:19 | 28.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრები ორმა ფეხბურთელმა დატოვა

ინგლისის ეროვნული ნაკრები ორმა ფეხბურთელმა დატოვა. ლონდონის „ჩელსის“ მცველმა გარი კეჰილმა და „ლესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ჯეიმი ვარდიმ. ორივე ფეხბურთელმა ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთეს.

„ვფიქრობ, შესაფერისი მომენტია ნაბიჯის უკან გადასადგმელად. ვამაყობ, რომ ვთამაშობდი ჩემი ქვეყნისთვის და ორჯერ კაპიტნის სამკლავურიც მეკეთა. მე კარგი ურთიერთობა მაქვს მწვრთნელთან და კარგად ესმის შექმნილი სიტუაციის“, - თქვა კეჰილმა.

32 წლის გარი კეჰილი ინგლისის ნაკრებში პირველად 2010 წელს გამოჩნდა. ვეტერანმა მცველმა ეროვნული გუნდის რიგებში 61 თამაში ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოასწრო.

„მე ვუთხარი გარეთ საუთგეიტს, რომ დროა გზა ახალგაზრდებს დავუთმო. ასე უკეთესი იქნება. ამ საკითხზე ვფიქრობდი და ვიცი, რომ ახალგაზრდა არ ვარ. ჩემს ასაკში უმჯობესია დავრჩე სახლში ოჯახთან ერთად ან მხოლოდ კლუბში მოვემზადო შემდეგი მატჩებისთვის“, - განაცხადა ვარდიმ.

31 წლის ჯეიმი ვარდის „სამი ლომის“ რიგებშ დებიუტი 2015 წელს ჰქონდა და ამ დროის განმავლობაში 26 შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115588